სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
უფლისთვის შეუძლებელი არაფერია, გარდა იმისა, - რაც მას თავად არ სურს
ღმერთი თავისი დიდების გამოსავლენად თვით მტრებსაც კი იარაღად იყენებს
რაც ღმერთს სურს, ის შეუძლია კიდეც, მაგრამ ყველაფერი არ სურს, რაც შეუძლია
ღმერთისთვის ისიც კი შესაძლებელია, რაც ჩვენს წარმოდგენაში შეუძლებლად გვეჩვენება
ღმერთისთვის უფრო ადვილია ახალი მზის აგიზგიზება ზეცაში, ვიდრე ჩვენთვის - სანთლის დანთება
როგორც ადამიანისათვის ადვილია არსებული საგნების დასახელება, ასევე ადვილი იყო ღმერთისთვის არარსებულის არსებულად გადაქცევა
ღვთის ძალა ადამიანის ძალისხმევას არ საჭიროებს
ღმერთი სწორედ იქ ავლენს თავის ძალას, სადაც ადამიანის ძალა სუსტდება
ღმერთს ჩვენი ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია
სადაც ცხონების საშუალება არ არსებობს, ღმერთი იქაც ჰპოვებს ამ საშუალებას