სხეული - ციტატები, გამონათქვამები
სხეული - ციტატები, გამონათქვამები სხეული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყველა ღვთისმსახური ქრისტიანის ხელთუქმნელ ტაძარში, სხეულში, არის შუქი გონიერი და ეს შუქი გონიერი მზისგან - ღვთისგანაა, რომელიც ისეთივე დასანახია ამსოფლად, როგორც სული სხეულში. ვამჩნევ ხოლმე, როგორ შემოდის და ანათებს გონიერი მზე, ღ... იხილეთ სრულად
62. ესრეთ დაიცევ ტაძარი შენი, ვითარცა დამბადებელისა და განშჯად მისსა მგულებელისაი, და ხატად თვისსა წმიდად მომღონებელისა შენისაი
47. ესოდენ იღუწიდ, რაოდენ სტანჯე ხორცთა აღძრვანი; ხოლო დასნეულდენ თუ სიმრთელედ ოდენ, და ნუ შუებულებადცა ჰკურნებ ხორცთა
34. აშრომებდ ხორცთა კეთილთა შრომათა მიერ, ხოლო იღუწიდი ყოვლად არა დავრდომასა მათსა
ვინაიდან ჩვენი სხეული არის ტაძარი სულისა წმიდისა, ამიტომაც ქორწინებისა და ქალწულების უბიწოების შებღალვა განაგდებს ღვთიურ სულს ჩვენი სხეულიდან და ადგილს უთმობს ეშმაკს. უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია იმათ, ვინც ქრისტიანად ვიწოდებ... იხილეთ სრულად
ხორცნიცა ჩვენი უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ, ძმანო ჩემნო, მომავალისა ცხოვრებისთვის, მარხვით, მოთმინებით, სიწმინდით. იგიც იქმნება მოზიარე მომავალისა ნეტარებისა, ანუ ტანჯვისა.
სხეული კაცისა, თუ განებივრებულია და აშვებული, გადაიქცევა ბუდედ ყოველთა ცოდვათა. სული კაცისა ვეღარ დაიმორჩილებას მას, არამედ იგი დაიმონებს სულსა კაცისასა და დაღუპავს მას.