ღვთის იმედი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის იმედი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის იმედი, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი სიყვარული - ქრისტეს ვნებებს, ჩვენი რწმენა მის აღდგომას, სასოება მის ამაღლებას ეფუძნება
ღვთის შიში უნდა გვქონდეს, მაგრამ ისეთი, რომელიც იმედს არ თრგუნავს; აუცილებელია სულში იმედი ვისაზრდოოთ, ოღონდ ისეთი, რომელიც ღვთის შიშს არ გამორიცხავს
მაშ, ვის უნდა ვთხოვოთ შეწევნა და წყალობა, თუ არა - ყოვლადძლიერ და ყოვლადმოწყალე უფალს?
როდესაც ადამიანთა შემწეობის იმედს დაკარგავ, ღმერთს მიმართე და მიიღებ მას იქ და ისე, სადაც და როგორც არც ელოდი და არც წარმოგიდგენია
მხოლოდ სახელით ქრისტიანეთა თითქოს სასოება აქვსთ, გარნა, არა ჭეშმარიტი, არამედ სუსტი და ყალბი. უმეტესი მათგანი, ვიდრემდის ქვეყნიური კმაყოფილი და კარგი ცხოვრება აქვსთ, ესვენ ღმერთსა, ღვთის განგებით არის ესაო, და თუ მოაკლდა ქვეყნიური... იხილეთ სრულად
106. „დავშვრეთ“ დავითისებრ და „ღაღადვყოთ“: „უფალო იესო ქრისტე, დაე, „გაგვიშრეს ჩვენ ყელი“, მაგრამ ნუ „მოაკლდება ჩვენს გონით თვალებს ჩვენი უფალი ღმერთის იმედი"(ფს.68.4).