ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
მე მინდა, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი. მე შეიძლება მაკლდეს რაღაც, მაგრამ გამოვიქცევი, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი. ვიღაცას მოვეფერები, ვიღაცას გავუღიმებ, ვიღაცას გულში ვუსურვებ კარგს. ცხოვრებაში ვარ აი ასეთი კაცი. თქვენი აზრით, უბედური... იხილეთ სრულად
ბედისწერაშიც კი შეიძლება ბედნიერება იპოვო.
როგორ მიიღებ ამას, რა სულით მიიღებ, იმის მიხედვით ან ბედნიერი იქნები, ან - უბედური
არ შეგშურდეს! შური თუ არ ჩამოიცილე ბედნიერი ვერ იქნები.
წყენა თუ არ ჩამოიცილე, ბედნიერი ვერ იქნები.
თუ მიტევება არ იცი, ბედნიერი ვერ იქნები.
თუ მტრობა გაქვს ვინმეს მიმართ, რა ბედს უნდა ეწიო? ვერ იქნები ბედნიერი
ბედნიერია ის, ვინც მიიღო მასთან ნათლის სახით მისული ქრისტე. ის ბნელში იმყოფებოდა, ახლა კი გახდა ძე ნათლისა და დაუღამებელი დღისა.
ბედნიერია ის, ვინც ამ ცხოვრებაშივე შეიცნო უფლის ნათელი ისე, როგორც ღმერთი, რადგან ის იმქვეყნიურ ცხოვრებაში კადნიერებით წარდგება ღვთის წინაშე.