წუთისოფლის ამაოება - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფლის ამაოება, გამონათქვამები, ციტატები
რამდენად ემსგავსებიან ბუს თვალებს ამაო სიბრძნეში მოვარჯიშენი! ბუსაც სიბნელეში მახვილი მხედველობა აქვს, მაგრამ მზის ამოსვლისთანავე ებინდება; და მათაც საკმაოდ დახელოვნებული აქვთ უსარგებლო საგნების გონებითი ჭვრეტა, მაგრამ დაბინდული ა...
იხილეთ სრულად
რამდენად ემსგავსებიან ბუს თვალებს ამაო სიბრძნეში მოვარჯიშენი! ბუსაც სიბნელეში მახვილი მხედველობა აქვს, მაგრამ მზის ამოსვლისთანავე ებინდება; და მათაც საკმაოდ დახელოვნებული აქვთ უსარგებლო საგნების გონებითი ჭვრეტა, მაგრამ დაბინდული აქვთ ჭეშმარიტი ნათლის შესაცნობად.
link
ადამიანები, რომლებიც მთელ გონებას უსარგებლო საგნებს ახმარენ, ძალიან ჰგვანან იმ ღამეულ ჩიტს, რომელიც ნათლად ხედავს სიბნელეში და მზის შუქზე ბრმავდება, ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, როდესაც საქმე...
იხილეთ სრულად
ადამიანები, რომლებიც მთელ გონებას უსარგებლო საგნებს ახმარენ, ძალიან ჰგვანან იმ ღამეულ ჩიტს, რომელიც ნათლად ხედავს სიბნელეში და მზის შუქზე ბრმავდება, ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, როდესაც საქმე ეხება სამეცნიერო წვრილმანებს და ჭეშმარიტი ნათლით დაბრმავებულნი ვერაფერს ხედავენ.
link
ყოველგვარი საქმის კეთებისას ვპოულობთ დროს, რომ უეცრად გაჩენილი რაღაც სურვილები დავიკმაყოფილოთ, ხელოვნების ამა თუ იმ დარგში სრულყოფილებას მივაღწიოთ, შევისწავლოთ ახალი მეცნიერება, ვიკითხოთ აზრსმოკლებული წიგნები. მხოლოდ სულზე ზრუნვის...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი საქმის კეთებისას ვპოულობთ დროს, რომ უეცრად გაჩენილი რაღაც სურვილები დავიკმაყოფილოთ, ხელოვნების ამა თუ იმ დარგში სრულყოფილებას მივაღწიოთ, შევისწავლოთ ახალი მეცნიერება, ვიკითხოთ აზრსმოკლებული წიგნები. მხოლოდ სულზე ზრუნვისთვის არ გვაქვს დრო.
link
მარადიული ცხონება იმდენად საჭიროა, რომ მის გარეშე ყველაფერი არარაობაა
რას ნიშნავს, რომ არანაირი მიწიერი ნივთი, არც პატივი, არც სიმდიდრე, არც ტალანტი, არც ცოდნა ჩვენს გულს არ აკმაყოფილებს? რას ნიშნავს, რომ ჩვენ მიწიერი ბედნიერებით მოცულნი მოწყენილნი ვართ და სულის სიცარიელეს ვგრძნობთ? - ეს გულის გამომ...
იხილეთ სრულად
რას ნიშნავს, რომ არანაირი მიწიერი ნივთი, არც პატივი, არც სიმდიდრე, არც ტალანტი, არც ცოდნა ჩვენს გულს არ აკმაყოფილებს? რას ნიშნავს, რომ ჩვენ მიწიერი ბედნიერებით მოცულნი მოწყენილნი ვართ და სულის სიცარიელეს ვგრძნობთ? - ეს გულის გამომჟღავნებული ძახილია, რომელიც გვეუბნება: ადამიანო, ნუ ეძებ კმაყოფილებას დედამიწაზე, - ამ ამაო და ხრწნად არსებობაში, შენი ნეტარება მხოლოდ ღმერთთანაა! მისკენ მიმართე ყველა შენი სურვილი, მასში ეძიე მუდმივი ნეტარება და სიმშვიდ...
link
ყოველივე სოფლისა მსწრაფლ წარმავალი არის; რადგან წარმავალი არის, ცოდვისაგან მოქცევას ნუ ჰყოვნით, თორემ სოფლის წარსულას მერმე სინანულის მუშაკობა აღარ არის. გესმის დიდი იერემია წინაისწარმეტყველისაგან: "წარხდა მკა და წარვიდა ლეწვა". უ...
იხილეთ სრულად
ყოველივე სოფლისა მსწრაფლ წარმავალი არის; რადგან წარმავალი არის, ცოდვისაგან მოქცევას ნუ ჰყოვნით, თორემ სოფლის წარსულას მერმე სინანულის მუშაკობა აღარ არის. გესმის დიდი იერემია წინაისწარმეტყველისაგან: "წარხდა მკა და წარვიდა ლეწვა". უნანელად აქედამ განსრულს ქრისტესაგან ეს არ ესმის: "მოვედით ჩემდა", არამედ "წარვედით ჩემგან", ეს ესმის. წოდება აქ არის, ამასვე სოფელსა და ნუღარ ჰყოვნი, ცოდვის სიბნელიდამ გამოდი.
link
წუთისოფლის სუფრა წვეულების სუფრა არ არის: ამ სუფრაზედ ყველამ თავის საკუთარი კერძი თვითონ უნდა მოიტანოს და დაიდგას, თვითონ უნდა მოჰსთესოს, მოჰხნას, მოიმკოს, მოზილოს და გამოაცხოს თავისი არსებითი პური. ამაების იქით ხსნა არ არის და ტყ...
იხილეთ სრულად
წუთისოფლის სუფრა წვეულების სუფრა არ არის: ამ სუფრაზედ ყველამ თავის საკუთარი კერძი თვითონ უნდა მოიტანოს და დაიდგას, თვითონ უნდა მოჰსთესოს, მოჰხნას, მოიმკოს, მოზილოს და გამოაცხოს თავისი არსებითი პური. ამაების იქით ხსნა არ არის და ტყუილად ვფიქრობნ, ვითომც ახლანდელ დროში სხვისით რჩენა შეიძლებოდეს. წავიდა ის დრო სამუდამოდ და დღეს ვინც თვითონ არის გამრჯელი და მხნე, ბურთი და მოედანი ცხოვრებისა, კეთილისა და ბედნიერებისა იმისია და მარტო იმისი.
link
შენ გემდურიან წუთისოფელო,
ტკბილად ჩენილი, უხილავად მწვდელო ნაღვლის,
წარმავალ სიბრძნით და ნუგეშით მომფონებელო, -
გვინადირებ შენ, დაგვეკარგა რა ცნობა მაღლის.
შენს იქით მხოლოდ გონება ჭვრეტს ციური ნათლით,
იხილეთ სრულად
შენ გემდურიან წუთისოფელო,
ტკბილად ჩენილი, უხილავად მწვდელო ნაღვლის,
წარმავალ სიბრძნით და ნუგეშით მომფონებელო, -
გვინადირებ შენ, დაგვეკარგა რა ცნობა მაღლის.
შენს იქით მხოლოდ გონება ჭვრეტს ციური ნათლით,
წარმავალობის დაღდასმულო - ჰგავხარ არყოფილს,
სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრად მყოფო ცოდვით და მადლით
სულის და ხორცის საშინელი ტანჯვით გაყოფვის.
... ვაი მას, ვინაც შენ მოგენდო, ამაოებას,ვაი მას, ვინაც ღვთის ტალანტი ვერ ატალანტა...
link
საყვარლისა სიახლოვე მოშორვება გაამწარებს,
ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!
ნუ, ძმანო, ნუ საყვარელნო! ნუ მიენდობით სოფლისა ამის შვებათა და განცხრომათა, ნუ დაივიწყებთ დაუსრულებელსა მას საუკუნესა, არამედ თავითა დამდაბლებულითა მივეგებოდეთ სიმდაბლით მოსრულსა ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა.