თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები
თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები თავისუფალი ნება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, რომელსაც შესწევს უნარი დააღწიოს თავი სიბნელის წყვდიადს და აღადგინოს გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს არჩევანსა და სურვილზეა დამოკიდებული.
უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი არიან თანაზიარნი და შვილნი სასუფევლისა. მაგრამ უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი ასევე არიან მკვიდრნი ჯოჯოხეთისა. დ... იხილეთ სრულად
770. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა; და, ამავე დროს, თვითონვე ამბობს: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიძს ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15, 5). გეკითხებით: როგორ შევუსაბამოთ თავისუფლება და ის განსაზღვრება, რომ ღვთის გარეშე არაფრის კეთება არ შეგვიძლია? იხილეთ სრულად
646. მითხარი ჩემო მამაო: რამდენად სასარგებლოა ადამიანისთვის თავისუფალი ნებით აღსრულებული სიკეთე და რამდენად უნებლიე?
589. თუ ინებებ, ძმებს მოთმინების და მორჩილების შესახებ გამოუცხადე, რამეთუ ისინი შენს სიტყვას რწმენით იღებენ. ბერმა მათ ეს შემდეგნაირად აუხსნა:
554. თუკი რომელიმე საქმეში პირადი ნება არა მაქვს, მაგრამ მსურს, რომ აბბას ვასიამოვნო და საქმის შესახებ გავახსენებ მას, რამეთუ ვიცი, რომ მას ესიამოვნება მისი შესრულება, ასევე თუ მე შემთხვევით რაიმეს გაკეთებას დამავალებს და არ შევასრულებ, უხერხული ხომ არ იქნება თუ შევახსენებ, რომ საქმე დასამთავრებელი მაქვს? იხილეთ სრულად
553. როცა რაიმე საქმეში ჩემი ნება მაქვს, მაგრამ აბბას საქმის შესახებ წინასწარ არ ვკითხავ, ის კი თვითონ მიბრძანებს მის გაკეთებას, მეთვლება თუ არა ეს თვითნებობაში?
479. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა და ის მას მართალი საქმეების კეთებას არ აიძულებს; ჰოდა, ამიხსენი ჩემო მამაო, ამის შემდეგ, რატომ ეხმარება ის შეურაცხყოფილს და, ამავე დროს: „შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი (ფსალ. 32. 10)? ილოცე ჩემთვის, რომ ეშმაკისეულ ურწმუნოებას გავექცე და ყურად ვიღო თქვენი სულიერი სწავლებები იხილეთ სრულად
459. გთხოვ ბატონო აბბა, ლოცვა ჰყავ ჩემთვის, რომ უფალმა მცირედი სიმდაბლე მომანიჭოს. მამები ამბობენ, ვინც ვნებების ფესვებს არ გადაჭრის, ის დროთა განმავლობაში კვლავ დანებდებაო მათ. როგორ მოვიკვეთო ხორციელი ვნების, მუცლისმაამებლობის და ვერცხლისმოყვარეობის ვნებათა ფესვები? და რადგან დიდმა ბერმა მითხრა, ახლანდელი შენი გლოვა ჭეშმარიტი არაა და ამიტომაც მიდის და მოდისო, მაინტერესებს რა მიზეზით მემართება ეს? საკუთარი თავი უნდა ვაიძულო, რომ იგლოვოს, თუ მოვეშვა მას, სანამ ჭეშმარიტი ლმობიერება არ მოვა? იხილეთ სრულად