ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები
ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები ღვაწლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანი შეიძლება იყოს დიდი სახელმწიფო მოღვაწე, სახელგანთქმული მხედართმთავარი, გამოჩენილი ხელოვანი, მაგრამ სარწმუნოებაში, სასოებასა და სიყვარულში განმტკიცებულ მოღვაწეს ვერავინ შეედრება.
თუ ისეთი წმინდანი ვერ გახდები, როგორიც იყო ღირსი ანტონი, ხელს მაინც ნუ ჩაიქნევ და ნუ იტყვი: "ჩემგან არაფერი გამოვა". გაისარჯე და განამრავლე შენი ტალანტი. "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან", (იოანე 14.2) - ბრძანა მაცხოვარ... იხილეთ სრულად
დღეს ახალგაზრდამ რომ მკითხოს, როგორ უნდა ცხონდეს, მე ვურჩევდი, რომ სხვისთვის იღვაწოს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა საზრუნავი არ გააჩნია, ან დაღუპულია, ან უფსკრულის წინაშე დგას.
სახარება მოგვიწოდებს, რომ მცირე დიდისთვის დავუტეოთ, უმნიშვნელო - მნიშვნელოვანისთვის, ნაკლებად ფასეული - ძვირად ღირებულისთვის. სახარება უაღრეს და უძვირფასეს სიკეთეს რო არ აღგვითქვამდეს, ვინ იტყოდა უარს ნაკლებად ფასეულზე? ვინ ი... იხილეთ სრულად
უფლისაგან მადლი მოდის, ჩვენ კი შრომა გვმართებს. ნურავინ იფიქრებს, რომ მოციქულები ოდენ უფლის მადლით განმტკიცდებოდნენ, რომ მათთვის ცხოვრება იოლი იყო, რომ ისინი კაცობრიობისათვის გაწეულ მსახურებას გარჯის გარეშე აღასრულებდნენ.
კაცთა ცნობიერებაში ჭეშმარიტება ყოველთვის ღვაწლისა და თავდადების შარავანდედით იყო მოსილი. დიახ, ვიწრო და ეკლიანია ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა.
შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა: არც სულის განწმენდა და არც შინაგანი ჰარმონია მიიღწევა და არც ცათა სასუფეველი მოიპოვება. აუცილებელია მოღვა... იხილეთ სრულად
ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრება ზნეობრივად გამოსწორების პროცესია, სინამდვილეში კი გაქრისტიანება ხელახალი დაბადებაა, ხელახალი ცხოვრებაა, ახალი ქმნილებაა, ცხოვრება არა თავისთვის, არამედ სხვისთვის. წმ. იოანე ოქროპირი წერს: ... იხილეთ სრულად
ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, - საცა უნდა იყოს, - თუ გულმხურვალეობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმართული, ერთგულობით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, - უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-... იხილეთ სრულად
მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, - სადიდებ... იხილეთ სრულად