აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
აღსარებას თვით უფალი იესო ქრისტე იღებს. იგი უხილავად ესწრება ამ საიდუმლოს, მღვდელი კი არის მოწმე და ადამიანისადმი ღვთის დიდი მოწყალების გამოვლენის საიდუმლო აღმსრულებელი.
აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება. მამები აღსარებას მეორე ნათლობას უწოდებენ, რადგანაც ამ დროს, ისევე როგორც ნათლობისას, პიროვნებას ... იხილეთ სრულად
დარღვეული შინაგანი მთლიანობა რომ აღდგეს, ადამიანმა აღსარება უნდა თქვას და ღვთის წინაშე მოინანიოს ცოდვები. ასეთ შემთხვევაში მისი დახმარება მხოლოდ მოძღვარს შეუძლია, რადგანაც შენდობის უფლება ღვთისგან მასა აქვს მინიჭებული.
ადამიანი ეკლესიაში უნდა გახდეს არა მხოლოდ სულიერი, არამედ ის ვალდებულია იყოს წმიდა, რათა დაიმკვიდროს სასუფეველი ღვთისა. "წმიდაა წმიდათა", - ხმობს მღვდელი საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, აღამაღლებს რა წმიდა ტარიგს, განწესებულს წმ. ზია... იხილეთ სრულად
სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით.
სულიერი განწმენდის, აღსარებისა და ზიარების შემდეგ ადამიანი გარდამავალი ფერებით მბრწყინავ ანდამატივით ნათობს: მისი სული ხდება სავანე სიყვარულისა, თავმდაბლობისა, სიმშვიდისა, მოთმინებისა, სიწმინდისა, ლოცვისა, მარხვისა და სხვა იმ მაღა... იხილეთ სრულად
მღვდლის წინაშე თქმული აღსარება აუცილებელი პირობაა სინანულისა, რადგანაც მოძღვარს ღვთისაგან აქვს მინიჭებული უფლება ცოდვათა მიტევებისა.
ცოდვა უცხო, არაბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანისა და მისგან კაცი მხოლოდ სინანულითა და აღსარებით თავისუფლდება.
დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა, იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და "ღრჭენა კბილთა" მოსდევს, არა ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამ... იხილეთ სრულად