ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგ... იხილეთ სრულად
ადამიანმა ათასჯერაც რომ შესცოდოს მომაკვდინებლად, თუ მთელი ძალით აიძულებს თავს სინანულისთვის, ვინაიდან სასოებს, არასოდეს დარჩება შერცხვენილი.
საკუთარი ცოდვის გარდა ნურაფერზე იფიქრებ, მუდმივად დაიდანაშაულე თავი, რადგან ეს საუკეთესო გზაა.
შეიყვარე ძმები. შენი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როცა მათ სისუსტეებს არაფრად ჩათვლი და მაინც გეყვარება ისინი. სიყვარული ყველა ცოდვისგან დაგიფარავს.
ძმის შეცდომების დათმენა და უგულებელყოფა რომ შეძლო, გაიხსენე უფლის სულგრძელობა შენი შეცდომების მიმართ.
დაიცავი ენა, რადგან როცა ადამიანს ენა ამარცხებს, ის დაუოკებელ ბოროტებად იქცევა მისთვის, სხვებსაც ჩაითრევს თავის დინებაში და ცოდვის უფსკრულში გადაჩეხს.