კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
ურწმუნო ადამიანი როდესაც სიკეთეს აკეთებს, ფიქრობს, რომ მხოლოდ იგია მადლიერების ღირსი და მას ეკუთვნის სათანადო დაფასება. იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ქველმოქმედება პირადად მისთვის ახალი დიდი ცოდვის მიზეზი ხდება, რადგან ქება ამპარ... იხილეთ სრულად
ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი... ასე იქცეოდა, მაგალითად, ციცერონი. იგი წერს: "ყოველდღიურად ჩემს თავს ვევლ... იხილეთ სრულად
ის, ვინც სასუფევლისკენ მიმავალ გზას ადგას, ამ პრინციპით ცხოვრობს: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე"? (წმ. ილია მართალი).
ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეცრების შედეგია. კეთილი საქმე ყოველივე ამას ლაგამს ამოსდებს.
ძნელია დავა ურწმუნო ადამიანთან, ძნელია ელაპარაკო შეშლილს, დაარწმუნო გაბოროტებული, რადგან ვერაფერს შეასმენ. მის დარწმუნებას უფრო საქმით შეძლებ. ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეც... იხილეთ სრულად
უქმად მყოფ ხელებს ეშმაკი საქმეს იოლად გამოუჩენს, გამრჯე ხელებს კი ანგელოზი. ამ მუდმივად მოძრავსა და ცვალებად სამყაროში, სურს ეს თუ არა, ადამიანმა კეთილი ან ბოროტი საქმე უნდა აკეთოს.
ბოროტს უნდა განვეშოროთ, განვაგდოთ მაცდური ზრახვები და მხოლოდ ამის შემდეგ ვისწავლოთ სიკეთის ქმნა.
აწმყო უნდა დავაფასოთ და როგორც ფუტკარმა - თაფლი, ჩვენც ქველის საქმენი უნდა შევკრიბოთ. უნდა ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.