ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
იფიქრე ძმაო ჩემო, უკეთუ ცოდვა ესრეთ წაგახდენს შენ, ავნებს შენთა მხედველთა და მომავალთა, ცხად არს, რომელ მადლი და სათნოება გიქმს შენ ამის წინააღმდეგსა, ესე იგი, თვით ამ ქვეყანაში იქმნება წყაროდ ნუგეშისა და ბედნიერებისა შენთვის და ყ... იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისათვის საჭიროა, ყველაფერი მისცა. ამიტომ ვინც ღმერთისაგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება, მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა... იხილეთ სრულად
ადამიანურ სინდისს თავისი ხმა აქვს, სამართლიანი შურისგების გარდაუვალობას ულმობლად რომ დაამოწმებს. ამიტომ ადამიანს ცოდვაში ბედნიერების პოვნა არ შეუძლია. ჯოჯოხეთურ ტანჯვას არა მხოლოდ შეახსენებს მას სინდისი, არამედ სევდისა და სიბნელის... იხილეთ სრულად
ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავა... იხილეთ სრულად
ყველა ნივთი სამყაროში, ყოველგვარი კეთილდღეობა, მიწიერი ბედნიერება, ყოველგვარი მეცნიერებაც კი: ხელოვნება, მხატვრობა უნდა იყოს ფასეული მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი სათნოებაში წარმატებას ემსახურებიან (1 მეფეთა 2, 10; იერ. 9, 24).
ყველა მეცნიერული აღმოჩენა, მატერიალური და ეკონომიური სიკეთენი ადამიანის წინააღმდეგ მიიმართება, თუ სიყვარულის, რწმენის, თანაგრძნობის უნარს დავკარგავთ, თუ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტი ბედნიერების შეცნობას და გაცივდება ჩვენი გულები.
ღმერთი მისთვის უნდა გვიყვარდეს, რომელ ბუნება ჩვენი ღვთის სიყვარულითა შეიქმნება უმჯობეს და უმაღლეს. ღვთის სიყვარული განსწმედს გულსა კაცისასა, განანათლებს გონებასა მისსა. განამტკიცებს სულსა მისსა, გააბედნიერებს მას.
თავმდაბლობა ყოველთვის ღვთისმოსავთ ახლავს თან: თუ მათ უბედურება შეემთხვევათ, ამბობენ: ასეც უნდა ყოფილიყო" ანდა: "ჩემი ცოდვების გამო ესეც ცოტაა"; თუ ბედნიერება ეწვევათ - ისინი აღიარებენ, რომ ამის ღირსნი არ არიან.
ღმერთმან თავისი მხრით ყოველივე აღასრულა და ყოველივე მოგვცა, რათა ჩვენ ვსცხონდეთ და ვიყვნეთ ბედნიერნი; აწ ჩვენზედ არის დამოკიდებული, თუ მივიღებთ მათ ყოველთა და კეთილად ვიხმართ ჩვენდა საცხოვნებლად.
მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა. უპატივცემულობა კი - მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა.