დაუტევე ყოველი გულის წყრომაი სიმხურვალისაი და ისარი შურისაი. რამეთუ შური ძირი არს სიკუდილისაი, და მრავალნი სალმობანი შეუდგან, რამეთუ მუსმარი არს მახვილი გულისაი, რამეთუ არა შეაწეს გულად, ტკივილი მუსმრისაი, ვითარ-იგი შეაწევს ტკივილ...
იხილეთ სრულად
დაუტევე ყოველი გულის წყრომაი სიმხურვალისაი და ისარი შურისაი. რამეთუ შური ძირი არს სიკუდილისაი, და მრავალნი სალმობანი შეუდგან, რამეთუ მუსმარი არს მახვილი გულისაი, რამეთუ არა შეაწეს გულად, ტკივილი მუსმრისაი, ვითარ-იგი შეაწევს ტკივილი შურისაი, რომლისა შინა დასობილ არს იგი.ვერცა სენი და ვერცა სიმძიმე შესცვალებს ფერსა და ქმნულებასა ხატისასა, ვითარ-იგი შესცვალებს შური შვენიერებასა სულისასა. აწ უკუე ევლტოდე შურსა ბოროტსა და ჰმონებდი უფალსა მონებითა ჭეშმ...
link
შურიანი კაცი იტანჯება და განიხერხება გულითა, როდესაც ხედავს სხვის ბედნიერებას და წარმატებას, და თუ ამასთანავე ნამეტანი პატივის მოყვარეც არის და თავხედი, კვდება ჯავრით, თუ ვინმე წინ დაუდგა, ანუ ადრე ჯილდო არ მისცეს და სხვა კი დააჯი...
იხილეთ სრულად
შურიანი კაცი იტანჯება და განიხერხება გულითა, როდესაც ხედავს სხვის ბედნიერებას და წარმატებას, და თუ ამასთანავე ნამეტანი პატივის მოყვარეც არის და თავხედი, კვდება ჯავრით, თუ ვინმე წინ დაუდგა, ანუ ადრე ჯილდო არ მისცეს და სხვა კი დააჯილდოვეს. მას მარტო თავისი თავი ახსოვს და თავისთვის უნდა ყოველივე სიკეთე. ცხადია, რომ, ამისთანა მწუხარება და სულმოკლეობა გამოაჩენს შურს, ხარბს, ამპარტავანს ხასიათს კაცისას.
link
ერთი მიზეზთაგანი, რომელი შობს და განავრცელებს შურს, ვგონებ უნდა იყოს უსაქმობა, ანუ უქმად დროების გატარება; მეორედ, თვით უმძიმესი მიზეზი შურის განძლიერებისა ის არის, რომელ სჯული ქრისტესი, მადლი და სული სახარებისა არ შესულა სიღრმესა...
იხილეთ სრულად
ერთი მიზეზთაგანი, რომელი შობს და განავრცელებს შურს, ვგონებ უნდა იყოს უსაქმობა, ანუ უქმად დროების გატარება; მეორედ, თვით უმძიმესი მიზეზი შურის განძლიერებისა ის არის, რომელ სჯული ქრისტესი, მადლი და სული სახარებისა არ შესულა სიღრმესა შინა გულისა ჩვენისასა, არ დაუმორჩილებია ჩვენი ბუნება. დავარდნილსა ბუნებასა კაცისასა ყოველთვის ქონდა და აქვს მიდრეკილება ყოვლისა ბოროტისადმი, გარნა მადლი ქრისტესი უნდა იყოს აღვირად ჩვენდა ვნებათა.
link
შური არის სნეულება სულისა ჩვენისა. გარნა ყოველსა სნეულებასა აქვს თვისი წამალი. წამალი შურისა არის ქრისტეს სიყვარული. განძლიერდა ჩვენს გულში ქრისტიანებრივი სიყვარული, – მოუძლურდა შური და სიძულვილი; დამცირდა ქრისტეს მადლი და სიყვარუ...
იხილეთ სრულად
შური არის სნეულება სულისა ჩვენისა. გარნა ყოველსა სნეულებასა აქვს თვისი წამალი. წამალი შურისა არის ქრისტეს სიყვარული. განძლიერდა ჩვენს გულში ქრისტიანებრივი სიყვარული, – მოუძლურდა შური და სიძულვილი; დამცირდა ქრისტეს მადლი და სიყვარული ჩვენს გულში, – გაცოცხლდა შური, აღიმაღლა თავი შურმან და სიძულვილმან.
link
შური იგონებს ცილისწამებასა; შური სთესავს სიძულილსა ძმათა შორის, მეზობელთა შორის; შური ცეცხლად ეკიდება მრავალთა კაცთა და შეაგონებს მრავალთა უმსგავსთა საქმეთა; შური სთხრის ორმოსა, სადაცა მოყვასმან შთააგდოს მოყვასი თვისი. გარნა ყოვლა...
იხილეთ სრულად
შური იგონებს ცილისწამებასა; შური სთესავს სიძულილსა ძმათა შორის, მეზობელთა შორის; შური ცეცხლად ეკიდება მრავალთა კაცთა და შეაგონებს მრავალთა უმსგავსთა საქმეთა; შური სთხრის ორმოსა, სადაცა მოყვასმან შთააგდოს მოყვასი თვისი. გარნა ყოვლად უსაშინელესი და გულის მომაკვდინებელი მოქმედება შურისა ჩვენს შორის ის არის, რომელ იგი არა ზოგავს უმახლობელესთა ნათესავთა. მან დაარღვია ბედნიერება მრავალთა ოჯახთა, განაშორა ძმა ძმისაგან, მამა შვილს შეაძულა; დაარღვია ყოველ...
link
შური არის ერთი დიდი და უწყალო მფლობელი და სასტიკი უფალი საწყალთა ჩვენთა გულთა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავისა ამის გველისანი. ვისი ენა გამოსთქვამს, ვისი კალამი აღწერს ურიცხვთა ვნებათა, რომელნი წარმომდინარეობ...
იხილეთ სრულად
შური არის ერთი დიდი და უწყალო მფლობელი და სასტიკი უფალი საწყალთა ჩვენთა გულთა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავისა ამის გველისანი. ვისი ენა გამოსთქვამს, ვისი კალამი აღწერს ურიცხვთა ვნებათა, რომელნი წარმომდინარეობენ ამ მოწამლულისა წყაროისაგან. უმრავლესნი ნაწილი ჩვენთა ნაკლულევანებათა, ცოდვათა და ბოროტთა მოქმედებათა გამოდის ამ წყაროისაგან.
link
შური და მადლი ქრისტესი, შური და სიყვარული ვერ დაადგრებიან გულსა შინა ერთისა და იმავე კაცისასა. ეს არის პირველი მიზეზი, რომლისათვისცა ჩვენ თანამდებ ვართ ვეკრძალებოდეთ საშინელსა ამა ვნებასა.
შურისაგან კაცს დაემართება მრავალი უბედურება. ვისაც გული აქვს აღვსებული შურითა, იგი არის მოუსვენებელი და სწორეთ უბედური. ხშირად ავათაც გახდება ადამიანი ნამეტნავის შურისაგან. შური კაცს დაუბნელებს გონებასა, ხშირად წააჩხუბებს მოყვასთა...
იხილეთ სრულად
შურისაგან კაცს დაემართება მრავალი უბედურება. ვისაც გული აქვს აღვსებული შურითა, იგი არის მოუსვენებელი და სწორეთ უბედური. ხშირად ავათაც გახდება ადამიანი ნამეტნავის შურისაგან. შური კაცს დაუბნელებს გონებასა, ხშირად წააჩხუბებს მოყვასთა და სხვათა მრავალთა ცუდთა საქმეთა შინა შეიყვანს.
link
შურისაგან კაცს შეემთხვევა მრავალი ცხადი უბედურება. თუ კაცის გულში განძლიერდა შური, თუ შურმა შეიპყრა გონება კაცისა, მაშინ იგი იქმნება მოუსვენებელი, პირმკრთალი, გამხდარი ტანითა, აღელვებული, ერთი სიტყვით, იგი არის საწყალი, შესაბრალებ...
იხილეთ სრულად
შურისაგან კაცს შეემთხვევა მრავალი ცხადი უბედურება. თუ კაცის გულში განძლიერდა შური, თუ შურმა შეიპყრა გონება კაცისა, მაშინ იგი იქმნება მოუსვენებელი, პირმკრთალი, გამხდარი ტანითა, აღელვებული, ერთი სიტყვით, იგი არის საწყალი, შესაბრალებელი.
link
ნუ იქმნება, ძმაო, ეს ცუდი წესი საუკუნოდმდე ჩვენ შორის; უკეთუ ქრისტიანენი ვართ, მივეახლნეთ ქრისტესა. ქრისტე არ არის მუნ, სადაცა ჰსუფევს უთანხმოება და შური.