ჰე საყუარელნო, გევედრები და ვითხოვ თქუენგან, რაითა ვიღუაყოთ მოსწრაფედ სულთა ჩუენთა ცხორებისათვის, რაითა არა გუერქუას ჩუენ წერილი იგი, ვითარმედ: "კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა ნათესავისა ამის ზედა და დასჯიდენ მათ" (მათე 12,41...
იხილეთ სრულად
ჰე საყუარელნო, გევედრები და ვითხოვ თქუენგან, რაითა ვიღუაყოთ მოსწრაფედ სულთა ჩუენთა ცხორებისათვის, რაითა არა გუერქუას ჩუენ წერილი იგი, ვითარმედ: "კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა ნათესავისა ამის ზედა და დასჯიდენ მათ" (მათე 12,41). რამეთუ შეინანეს ერთისა მის ქადაგებისაგან, რომელი-იგი ესმა მათ, და განიშორეს ყოველივე იგი ბოროტისა ჩუეულებაი მათგან და მიიწინეს იგინი თავსა სათნოებისასა. რამეთუ ვითარცა ესმა მათ, ვითარმედ ქალაქი მათი დაიქცევის, შეშინდე...
სადა უკუე იყოს შიში ღმრთისაი, არად ხამს დღეთა სიმრავლე და არცა ჟამთა სიგრძე, და სადა არა არს შიში ღმრთისაი, არად სარგებელ არს ჟამთა სიგრძე და არცაღა სიმრავლე დღეთაი. ვითარცა ჭურჭელი რაიმე დაგესლებული, დაღათუ მრავალგზის განჰრცხა წყ...
იხილეთ სრულად
სადა უკუე იყოს შიში ღმრთისაი, არად ხამს დღეთა სიმრავლე და არცა ჟამთა სიგრძე, და სადა არა არს შიში ღმრთისაი, არად სარგებელ არს ჟამთა სიგრძე და არცაღა სიმრავლე დღეთაი. ვითარცა ჭურჭელი რაიმე დაგესლებული, დაღათუ მრავალგზის განჰრცხა წყლითა, გესლი იგი არავე განეყარის მისგან, ხოლო უკუეთუ შეიღო იგი ბრძმედსა ცეცხლისასა, მაშინ განათლდის და ბრწყინავნ იგი. ეგრეთვე სული დაგესლებული ცოდვითა, უკუეთუ განჰრცხე იგი უდებებითა, დაღათუ ყოველთა დღეთა აჩუენებდე სინანულ...
დაყუდებაი თავი არს შიშისა ღმრთისა მოგებისაი. დაყუდებაი მიმყვანებელი არს გზასა სინანულისასა, დაყუდებაი სარკე არს ცოდვათა სახილავი, რომელმან უჩუენნის კაცსა ცოდვანი თავისა თვისისანი. დაყუდებაი მომპოვნებელი არს ცრემლთაი და დედაი ტირილ...
იხილეთ სრულად
დაყუდებაი თავი არს შიშისა ღმრთისა მოგებისაი. დაყუდებაი მიმყვანებელი არს გზასა სინანულისასა, დაყუდებაი სარკე არს ცოდვათა სახილავი, რომელმან უჩუენნის კაცსა ცოდვანი თავისა თვისისანი. დაყუდებაი მომპოვნებელი არს ცრემლთაი და დედაი ტირილისაი. დაყუდებაი მშობელი არს ყუდროებისაი, დაყუდებაი სამკვიდრებელი არს სიმდაბლისაი და შესავედრებელი მოთმინებისაი. დაყუდებაი კეთილი მოძღუარი არს მასწავლელი სათნოებათაი. დაყუდებაი შიშსა თანა ღმრთისასა განმანათლებელ არს გონ...
საყუარელნო ძმანო ჩემნო, მოიგეთ დაყუდებაი ვითარცა ზღუდე რვალისაი, მტკიცე, რამეთუ დაყუდებამან ზეშთა გყოს შენ ვნებათა, რამეთუ შენ ზეშთა ეწყობი და იგი არს ქუეშე შენსა. მოიგე უკუე დაყუდებაი შიშითა ღმრთისაითა და ვერ შემძლებელ იქმნენ ვნე...
იხილეთ სრულად
საყუარელნო ძმანო ჩემნო, მოიგეთ დაყუდებაი ვითარცა ზღუდე რვალისაი, მტკიცე, რამეთუ დაყუდებამან ზეშთა გყოს შენ ვნებათა, რამეთუ შენ ზეშთა ეწყობი და იგი არს ქუეშე შენსა. მოიგე უკუე დაყუდებაი შიშითა ღმრთისაითა და ვერ შემძლებელ იქმნენ ვნებად შენდა ისარნი მტერისანი, რამეთუ იდეს შეიერთნენ დაყუდებაი და შიში ღმრთისაი, ექმნენ იგინი ეტლ ცეცხლისა მომგებელთა მისთა ზეცად აღმყვანებელ, და ესე ისწავე ელია წინასწარმეტყუელისაგან, რომელმან-იგი შეიყუარა დაყუდებაი და შიშ...
აწ უკუე შეირტყ ნაცვლად მახვილისა შიში უფლისაი, რამეთუ შიში ღმრთისაი ვითარცა მახვილი ორპირი განმკუეთელ არს ყოველსა გულის-თქუმასა ბოროტსა. მოიგე უკუე მარადის შიში უფლისაი და მოიხსენე შიში სიკუდილისაი და დღე იგი საშინელი, ოდეს-იგი აღ...
იხილეთ სრულად
აწ უკუე შეირტყ ნაცვლად მახვილისა შიში უფლისაი, რამეთუ შიში ღმრთისაი ვითარცა მახვილი ორპირი განმკუეთელ არს ყოველსა გულის-თქუმასა ბოროტსა. მოიგე უკუე მარადის შიში უფლისაი და მოიხსენე შიში სიკუდილისაი და დღე იგი საშინელი, ოდეს-იგი აღეგზნენ ცანი და დაიწუნენ სამყარონი, დადნენ და დაიხსნენ, და ქუეყანაი და საქმენი მისნი დაიწუნენ. რაჟამს დამოცვივენ ვარსკულავნი, ვითარცა ფურცელნი, მზე და მთოვარე დაბნელდენ. რაჟამს-იგი გამოჩნდეს ძე ღმრთისაი გარდამომავალი ზეცი...
სწავლასა ჭეშმარიტსა გვასწავებს ჩვენ დავით წინასწარმეტყველი და იტყვის: "მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი და შიში უფლისაი გასწაო თქუენ" (ფსალმ. 33.12). და რამეთუ დასაბამი სიბრძნისაი არს შიში უფლისაი, ამისთვის ჯერ არს ჩვენდა, რაითა ყოვლ...
იხილეთ სრულად
სწავლასა ჭეშმარიტსა გვასწავებს ჩვენ დავით წინასწარმეტყველი და იტყვის: "მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი და შიში უფლისაი გასწაო თქუენ" (ფსალმ. 33.12). და რამეთუ დასაბამი სიბრძნისაი არს შიში უფლისაი, ამისთვის ჯერ არს ჩვენდა, რაითა ყოვლისა პირველად ვისწაოთ ჩვენ შიში ღმთისაი, რამეთუ ცხოვრებასა საუკუნესა განგვიმზადებს ჩვენ, და განსდევნის ცოდვასა და სიკვდილსა. და არა ხოლო თუ ცხოვრებასა ოდენ მოგვატყუებს ჩვენ შიში ღმრთისაი, არამედ დიდებასაცა და ქებასა.აწ უკ...
იგავით მეფის ძის ქორწილისათა (მათე 22. 2–14) სახარება გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდნენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ...
იხილეთ სრულად
იგავით მეფის ძის ქორწილისათა (მათე 22. 2–14) სახარება გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდნენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ, არ გამოჰჩნდა ღირს დასწრებად ქორწილსა შინა, არამედ პატივი ესე ეღირსათ სხვათა, რომელნიცა პირველითგანვე არ იყვნენ წოდებულ.