მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
მარხვა - ციტატები, გამონათქვამები მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყოველთვის, როდესაც მარხვის დღეებში თავს იკავებ აკრძალულის გასინჯვისაგან, შენ მთელს ეკლესიასთან სრული თანამოაზრეობითა და თანაგრძნობით მოქმედებ. ამასვე იქმოდა ღვთისთვის სათნო ყველა წმინდანი და თავად ეკლესია მისი არსებობის პირველივე ... იხილეთ სრულად
უმარხულობა ნიშნავს პირუტყვთა მიმსგავსებას. პირუტყვთა არ იციან მარხვა. არ შეიძლება, რომ ცეცხლი წყალში დაინთოს, არ შეიძლება სინანული უმარხულოდ.
სქემის კურთხევა მარხუათა შაბათ კვირიაკე კეთილ არს და აქა ჩუენც თანა შაბათ კვირიაკეთა აღსრულების კურთხევა სქემისაი; უკეთუ კულა სნეულად ვინმე არს და დამძიმდეს, რომელსაც დღესა იკურთხეს კეთილ არს.
სულის მოუსვენრობა და ვნებები სისხლს ხრწნიან და ჯანმრთელობას ძირფესვიანად აზიანებენ. მარხვა და საერთოდ, მარხული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად...
როცა მარხვისაგან ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თავის შემოქმედისადმი მიილტვის.
როცა ვიცავთ მარხვას ან რომელიმე სათნოებაში ვცდილობთ წარმატების მიღწევას, ჩვენ ეს უნდა ვაკეთოთ თავმდაბლად, როგორც "უხმარმა მონებმა", დავემორჩილოთ საეკლესიო დადგენილებებს და იმაზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი, ვინმე გვიყურებს, თუ არა, როგ... იხილეთ სრულად
პირველდაწყებითი მცნება, რომელიც უფალმა ადამიანს მისცა, იყო მცნება მარხვის შესახებ.
მოერიდეთ, შეაფასოთ მარხვა უბრალოდ საჭმლისაგან თავშეკავებით, ისინი, ვინც თავს იკავებენ საჭმლისაგან და ცუდად იქცევიან, მიემსგავსებიან ეშმაკს, რომელსაც, თუმცაღა, არაფერს ჭამს, მაგრამ არ წყვეტს ცოდვას.
მარხვის შემდეგ პური ტკბილია, მღვიძარების შემდეგ ძილი ტკბილია, თუ დაღლილი ხარ, მაგარ ქვაზე უფრო კარგად დაისვენებ, ვიდრე სავარძელში.