სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ცხონების დასაწყისი საკუთარი თავის ყვედრებაა
საკუთარი თავის დამამცირებელმა ცხონების სწორი გზა ჰპოვა
ნეტარია ის, ვინც ყველაფერში იმდაბლებს თავს, რადგან იგი ამაღლდება!
თავმდაბლობა სიმაღლეა (ლუკა 18, 14); ვინც მეტად იმდაბლებს თავს, ის მეტად ამაღლდება.
თავი დაიმდაბლე, თუ გსურს, მაღალი იყო; რაც მეტად დამდაბლდები მიწაზე, მით მეტად ამაღლდები ზეცაში.
რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, რაც უფრო ღატაკი და არარაობაა იგი საკუთარ თვალში, მით მეტად ამაღლებული და ძვირფასია ღვთის წინაშე.
არქიტექტორი ღრმად თხრის მიწას, სადაც პირველი ქვა უნდა ჩადოს; ასევეა ქრისტიანიც, რომელსაც სურს, თავისი ცხონების საქმე მტკიცე საფუძველზე დაამყაროს.
გიყვარდეს თავმდაბლობა: იგი შენს ცოდვებს დაფარავს
როგორც შეუძლებელია გემის აგება ლურსმნების გარეშე, ასევე შეუძლებელია ცხონება თავმდაბლობის გარეშე.
სინანული დაცემულს წამოაყენებს; ცოდვებზე ტირილი სასუფევლის კარს უკაკუნებს, თავმდაბლობა კი ხსნის მათ.