ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
ვინც მარტო თავისი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ გამორჩენას დაეძებს, ის ბედნიერი ვერ იქნება. ჩვენ ჭეშმარიტად მაშინ ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის, როდესაც სხვებისთვის ვცხოვრობთ.
ჩემთვის მთელი დღის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა სერობის შემდეგ მუხლს ვიდრეკ და ვამბობ: `მამანო და ძმანო, შემინდეთ მე ცოდვილს და ყოვლადწმიდა ღმერთი მოგიტევებთ თქვენ”.
აცხოვნე სხვები, თუ გინდა, რომ ცხონდე; აჩუქე დროებითი ბედნიერება მოყვასს, თუ გინდა, რომ მარადიული ბედნიერებით დატკბე; გაუნაწილე მიწიერი მადლი სხვებს, თუ გსურს, ზეციური მადლი იგემო.
სულის ბედნიერი მდგომარეობაა, როდესაც ყველა გიყვარს! მაცხოვარმა ბრძანა: "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" როდესაც გაგვიმჟღავნა საიდუმლო იმისა, როგორ დავიმკვიდროთ ამქვეყნადვე სასუფეველი.
სულიერი კეთილშობილება და წმიდა სინდისი ანიჭებს პიროვნებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადამიანურ ღირსებას – უშურველობას და სხვისი სიხარულითა და ბედნიერებით გახარების უნარს.
სიმდიდრე ღმრთისაგან მიცემული დიდი განძია, რომელიც ადამიანმა ღმრთისმსახურებისა და მოყვასთა თვისთა ბედნიერებისათვის უნდა გამოიყენოს.
ნეტარია ის, ვინც ზნეობრივად საკუთარი თავი ისე აღზარდა, რომ შეუძლია, ხარობდეს სხვისი კეთილდღეობითა და ბედნიერებით, თუნდაც, თვითონ ამით ვერაფერს იღებდეს.
სიკეთის ერთი შეხედვაც ბედნიერებაა მისთვის, ვისშიც სიკეთის განცდა არ გაუხეშებულა; მითუმეტეს, შესაბამისად, ბედნიერი უნდა იყოს იგი, როცა თვითონ აღასრულებს სიკეთეს.
ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - "ხალას ოქროს" (იგავ. 3, 13,14).
ბედნიერია ის მამა, რომელიც თავის შვილებს საკუთარ თავზე უფრო მომწიფებულსა და სათნოებებით აღსავსეს ხედავს.