რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გისურვებ გრანიტის კლდის სიმტკიცეს, რომელზეც განსაცდელების ყველა ტალღა შეიმუსრება, შენ კი ღვთის რწმენაში უდრეკი დარჩები.
ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ადამიანს ღვთის მადლს აკარგვინებს, ის კი ამას შეცდომით თავისი ტვირთის სიმძიმეს მიაწერს. ხოლო სიმხნევეს, თავგანწირვას, ვაჟკაცობასა და უფლისადმი რწმენას ღვთის მადლი მოაქვს. გისურვებ, ღმერთ... იხილეთ სრულად
მოწამეებმა რწმენითა და თავის სრული უარყოფით იღვაწეს, ასე მოიპოვეს აღთქმული სიკეთე და დიდების მარადიული გვირგვინები! ასევე ჩვენც, იესო ქრისტეს რწმენით და თავის სრული უარყოფით შევძლებთ ღვთის მადლით გამარჯვებას.
იესო ქრისტეს მხურვალე რწმენა და წმინდა მამათა მართალი სწავლება ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს, რადგან მოვა დრო, როცა ეშმაკი რჩეულთაც შეაცდენს.
მხნეობა, რომელიც გაქვს და ამ განსაცდელებში შეგეწევა, ღვთის მადლია. მხნეობის, სასოების და რწმენის გარეშე კი ასეთი განსაცდელები დიდი საფრთხეა.