ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
სიკეთის ერთი შეხედვაც ბედნიერებაა მისთვის, ვისშიც სიკეთის განცდა არ გაუხეშებულა; მითუმეტეს, შესაბამისად, ბედნიერი უნდა იყოს იგი, როცა თვითონ აღასრულებს სიკეთეს.
ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - "ხალას ოქროს" (იგავ. 3, 13,14).
ბედნიერია ის მამა, რომელიც თავის შვილებს საკუთარ თავზე უფრო მომწიფებულსა და სათნოებებით აღსავსეს ხედავს.
ყველაზე ღატაკი ისაა, ვინც იესოს გარეშე ცხოვრობს: ყველაზე მდიდარი კი - ვისაც იესოსთან ყოფნის ბედნიერება აქვს
ვინც ბავშვებს ეკლესიის გარეშე გაზრდის, იგი მათ ღმერთისა და ყოველგვარი ბედნიერების გარეშე ტოვებს.
შიშველი მოხვედი ქვეყანაზე, რა ბედნიერება იქნება, თუ მას ცოდვისაგან შიშველი დატოვებ.
ისაა მთელი დღე ბედნიერი და მოსვენებული, ვინც სათანადო ყურადღებით ლოცულობს დილით.