ღირსი ანტონი დიდი ბრძანებს: "ილოცეთ, რომ უფალმა მოგანიჭოთ მადლი, რათა ყოველივეს ნათლად ხედავდეთ, სწორად განსჯიდეთ და შეუცდომლად განარჩევდეთ, რა არის სიკეთე და რა ბოროტება". თუ ვიქნებით ეკლესიურნი და გავხდებით ღირსნი ამ მადლისა, მა...
იხილეთ სრულად
ღირსი ანტონი დიდი ბრძანებს: "ილოცეთ, რომ უფალმა მოგანიჭოთ მადლი, რათა ყოველივეს ნათლად ხედავდეთ, სწორად განსჯიდეთ და შეუცდომლად განარჩევდეთ, რა არის სიკეთე და რა ბოროტება". თუ ვიქნებით ეკლესიურნი და გავხდებით ღირსნი ამ მადლისა, მაშინ აღარც ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემების შეგვეშინდება.
47. ყოველგვარ ჩვენს ქმედებაში, როგორც მრავალგზის ითქვა, ღმერთი მიზანს უყურებს, მისთვის ვიქმთ თუ სხვა მიზეზის გამო. ამიტომ როცა რაიმე კეთილის გაკეთება გვსურს, მიზნად კაცთმოყვარეობა კი არ უნდა დავისახოთ, არამედ ღვთისათვის სათნო ყოფა...
იხილეთ სრულად
47. ყოველგვარ ჩვენს ქმედებაში, როგორც მრავალგზის ითქვა, ღმერთი მიზანს უყურებს, მისთვის ვიქმთ თუ სხვა მიზეზის გამო. ამიტომ როცა რაიმე კეთილის გაკეთება გვსურს, მიზნად კაცთმოყვარეობა კი არ უნდა დავისახოთ, არამედ ღვთისათვის სათნო ყოფა. მარადიულად ღმერთს რომ ვუცქიროთ, ყველაფერი მისთვის უნდა ვაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაოდ გავირჯებით და სასჯელსაც დამიმსახურებთ.
32. წმიდა ძალნი ერთმანეთისადმი განათლების გადაცემით ადამიანის ბუნებასაც გადასცემენ მათში არსებულ სიკეთესა და ცოდნას. სიკეთეში უგულისხმება ღმერთს მიმსგავსებული სიკეთე, რომლითაც თავის თავსაც სიკეთეს უყოფენ, ერთმანეთსაც და მათზე მდაბ...
იხილეთ სრულად
32. წმიდა ძალნი ერთმანეთისადმი განათლების გადაცემით ადამიანის ბუნებასაც გადასცემენ მათში არსებულ სიკეთესა და ცოდნას. სიკეთეში უგულისხმება ღმერთს მიმსგავსებული სიკეთე, რომლითაც თავის თავსაც სიკეთეს უყოფენ, ერთმანეთსაც და მათზე მდაბალ არსებებსაც, რითაც მათ ღვთივსათნოს ხდიან; ცოდნას კი იმისას გადასცემენ, რომ ღმერთი უზენაესია, რამეთუ "შენ, - ამბობს წინასწარმეტყველი, - უფალო უკუნისამდე ჰგიე" (ფს.91, 9). ისინი ან ხორციელ არსებათა შესახებ ასწავლიან რაღა...
27. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, თავისთავად კეთილსა და ბრძენს, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორც ყველაზე უზენაეს არსებას, არაფერი გააჩნია საპირისპირო. მაგრამ ქმნილებებს, როგორც მხოლოდ თანაზიარობითა და მადლის წყალობით არსე...
იხილეთ სრულად
27. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, თავისთავად კეთილსა და ბრძენს, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორც ყველაზე უზენაეს არსებას, არაფერი გააჩნია საპირისპირო. მაგრამ ქმნილებებს, როგორც მხოლოდ თანაზიარობითა და მადლის წყალობით არსებულთ, თვით ყველაზე გონიერთ და სიკეთისა და სიბრძნის მადლის მქონეთაც კი, გააჩნია საპირისპირო, კერძოდ, ყოფნა და არყოფნა, სიკეთისა და სიბრძნის ნიჭი და ბოროტება და უმეცრება. მათი მარადიულობა და არყოფნა შემოქმედს ხელეწიფება, ხ...