გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
კარგია, თუ ქვის გული არ გაქვს; მაგრამ ცუდია, თუ მშრალი და დაკრუნჩხული ხელი გაქვს, რომელიც გლახაკისკენ არ არის გაწვდილი.
ადამიანისთვის თანაგრძნობის გაწევა განსაცდელის ჟამს იგივეა, რაც ნამი - მცენარისათვის.
ხის მჭამელი მატლი მას აზიანებს; ასევე ბოროტებაც, იკვებება ადამიანის გულით და ჭამს მას.
თუ მკვდარი ანთებული ნახშირის მიახლოვებით სხვა ასევ მკვდარი და ცივი ნახშირი აენთება, მითუმეტეს, ცოცხალი რწმენითა და ლოცვით გამოცოცხლებულ გულს ძალუძს, იგივე ცეცხლის ანთება სხვა, თვით სრულიად ცივ, ნახევრადმკვდარ გულშიც კი.
არაფერს არა აქვს ისეთი ძლიერი გავლენა ჩვენს გულსა და გონებაზე, როგორც სხვა ადამიანების კარგ თუ ცუდ მაგალითს.
მახვილი გონება სიყვარულით აღვსილი გულის გარეშე იგივეა, რაც - მკვლელის ხელში ხანჯალი.
მზე ანათებს კიდეც და ათბობს კიდეც. მხოლოდ სინათლე ან განათება საკმარისი არ არის; საჭიროა სითბო, ე.ი. სარგებლობა - გონების განათებით გულის განათლება, სულის სიკეთე.