ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
წმიდა მამათა აზრით: ღმერთი ძლიერ ახლოსაა ჩვენთან, ის განუშორებელია ადამიანისაგან. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "როგორ შემიძლია მოვიხმო ჩემში ღმერთი? არის კი ჩემში ადგილი, სადაც შეეძლება ღმერთს მოსვლა? მე არ ვიარსებებდი, ღმერთო ჩემო, შ... იხილეთ სრულად
ცოტათი მაინც რომ ჩავწვდეთ სამების არსს, მოვიყვანოთ ასეთი შედარებანი: არსებობს მზე, სხივები და სითბო. მზე შეიძლება შევადაროთ მამა ღმერთს, მისგან გამოსული სხივები ძეს და სითბო სული წმიდას. უნდა ავიღოთ გონება, აზრი, საქმენი. ადამიანი... იხილეთ სრულად
ღმერთი უკვდავი და მუდმივია. იგი სამყაროს, დედამიწის, ადამიანის გაჩენამდე არსებობდა. ღმერთისთვის არ არსებობს დრო: არც წარსული, არც მომავალი. ათასი წელი მისთვის ისეა, როგორც ერთი დღე, ერთი დღე კი ისე, თითქოს ათასი წელი.
ღმერთი უზენაესი სულია. იგი არავის უნახავს, რადგან მიუწვდომელ ნათელში არსებობს. არ შეიძლება ღმერთი მოხუცად წარმოვიდგინოთ, რომელიც ღრუბლებიდან განაგებს ქვეყნიერებას... ზოგს ღმერთი სამყაროში გაბნეული ჰაერი ჰგონია. არც ესაა სწორი. უფა... იხილეთ სრულად
როგორც სახიერი ღმერთი გვეპყრობა ყოველთვის სიყვარულით და სამოთხეში გვიხმობს, ასევე ჩვენც ბარბაროსულად არ უნდა მოვეპყრათ თანამოძმეებს, და არ დავიმშვიდოთ თავი იმით, თითქოს მკაცრი მიდგომით მათ სულებს სამოთხეში ვაგზავნიდეთ.
ვინც ტანჯვაში მყოფს უახლოვდება, ის ამით თავისთავად ღმერთს უახლოვდება, რამეთუ ღმერთი ყოველთვის თავის ტანჯულ შვილებთან მყოფობს.
ღმერთის სიყვარულში წარმატების გზა უსასრულოა, რამეთუ სიყვარული თვით უსასრულო ღმერთია: „ღმერთი სიყუარული არს“ (იქვე, 4, 16).
მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთის რწმენაზეა დამოკიდებული: იგი ღმერთშია. „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ - ეუბნება მაცხოვარი თავის მამას, - ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ“ (ინ. 17, 21).
ქმნილისთვის უმჯობესია ღმერთს ეკუთვნოდეს. ღმერთი მარადიულია, ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, უსაზომოდ სახიერი. მათთვის, ვინც ღმერთს ეკუთვნის, იგია ყველაზე სარწმუნო შემწე და მფარველი.