ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთმა ადამიანი არა დასაღუპავად, ცხონებისათვის შექმნა. არსებობს კი ისეთი მებაღე, ვისაც უნდა, რომ მისმა ნერგმა არ გაიხაროს და ნაყოფი არ გამოიღოს? უფლის ნებაა, რომ ყველა ადამიანმა შეინანოს და ბოროტს გაემიჯნოს.
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
ჩვენ მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ცოდვაა. იგი ღვთისა და თვით ჩვენი თავის საწინააღმდეგო მოქმედებაა, ყოფის არყოფნად გარდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისაკენ.
აღდგომა ქრისტესი სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე. აღდგომა ქრისტესი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.
ბოროტება სიკეთის ნაკლებობა კი არ არის მხოლოდ, არამედ მისდამი სრული დაპირისპირება, არა ნაწილობრივი დარღვევა კანონისა, არამედ მთლიანად უარყოფა მისი.