აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
აღსარება სიმდაბლის გზაა, ეკალთა ნივთსა ცოდვილისასა დამწველია, ტვირთისა მძიმისა გადამყრელია, სინიდისის ქენჯნათა განმათავისუფლებელია, დამძიმებული გულის აღმასუბუქებელია, წყლულისა მალამოა და სრულიად სამკურნალო მადლია.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს.
აღსარების უმაღლესი მნიშვნელობა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთი შვიდთა ქრისტიანულთა საიდუმლოთაგანია და მასში სულიწმიდის მადლი მოქმედებს. ასე რომ, აღსარებისა და მოძღვრისაგან შენდობის მიღების გარეშე კაცს გამართლება და ცხონება ა... იხილეთ სრულად
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება.
აღსარება, ანუ გასაგონად წარმოთქმა, არის შინაგანი სინანულის გამოხატვა, მისი შედეგი და მაჩვენებელი. და რა არის სინანული? იგი მხოლოდ საკუთარი ცოდვიანობის შეგნება–გააზრება, ან საკუთარი თავის უღირსობის მარტივი აღიარება არ არის; არც დაშ... იხილეთ სრულად
არ გაგვაჩნია, უფალო, ეს მუდმივი გლოვა ჩვენი ცოდვების გამო; მხოლოდ აღსარებისას, როდესაც მღვდელი ჩამოგვითვლის ცოდვებს, ჩვენ ცოტ–ცოტას ვიგებთ ჩვენი ცოდვილობის შესახებ. დანარჩენ დროს არც კი გვცალია აღსარებისა და წმ. ზიარებისთვის მოსამ... იხილეთ სრულად
არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას. არავინ მიდის მოძღვართან იმისათვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისათვის, რომ თავისი სიმ... იხილეთ სრულად