ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები
ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები ღვაწლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღვინოს ან ცვილს მხოლოდ წნევის საშუალებით გამოაცალკევებენ; სწორედ ასევე, კეთილ საქმეებს სხვაგვარად ვერ აღასრულებ, თუ არა - გაძლიერებული შრომითა და ღვაწლით.
თუ ცოდვას არ ჩავიდენთ და ღვთის წინაშე გულმოდგინედ არ ვიღვაწებთ, ჰაერში ატაცებული ნახერხივით ვიტრიალებთ ზეცასა და მიწას შორის. ვერც ზეცისაკენ ავმაღლდებით და ვერც მიწაზე ვიდგებით მყარად.
ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად მოღვაწეობს ადამიანი, მით უფრო უმრავლდება რწმენა და სიყვარული. ღვთისმოსაურ ღვაწლში ადამიანს მეტად ეხმარება ღვთის კეთილ საქმეებზე ფიქრ... იხილეთ სრულად
საიდან ექნება ღვთისმოსაური ღვაწლისთვის ძალა მას, ვისაც არა აქვს მხურვალე სიყვარული უფლის მიმართ?
განა უმაღლეს კმაყოფილებას არ განვიცდით, როცა შეგვიძლია, უძნელესი ღვაწლი გავწიოთ იმ ადამიანისთვის, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ?აქედან გამომდინარე, თუ მცირედიდან უდიდესისკენ ავმაღლდებით, ყველაზე სწორი დასკვნა ის იქნება, რომ სია... იხილეთ სრულად
მოთმინების სარბიელი ფართოა და იგი ადამიანის ცხოვრებას მთლიანად გასდევს, ისევე, როგორც მოიცავს ზოგადად კაცობრიობის მიწიერ ცხოვრებას. მოთმინებით ადამიანი მოიპოვებს და დაიმარხავს სიკეთეს, წარემატება თავგამოდებაში, აღისრულებს წადილს, ... იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, იპყარ ხელთ ლოცვის საჭურველი და დაიცავი საღმრთო ციხესიმაგრე, რამეთუ მოღვაწეს ზეციურ იერუსალიმში ზეთისხილის რტოთი კი არა, მარადიული დიდების უჭკნობი გვირგვინით შეამკობენ. ასეთი ღვაწლი ღირს, რადგან მისი წყალობით მოგე... იხილეთ სრულად
ის ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს – ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.