რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა.
ღმერთთან მიახლების პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან; ზოგნი სიყრმიდანვე უფლის სიყვარულითა და რწმენით არიან დაჯილდოებულნი. სხვანი, თუმც ცდილობენ იწამონ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგა... იხილეთ სრულად
II საუკუნის დიდი ღვთისმეტყველი და მეცნიერი კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს: „რწმენასთან დაკავშირებული და მასზე დაფუძნებული გამოკვლევები მსგავსია იმ მშვენიერი და დიდებული შენობისა, სადაც უმეტესწილად, როგორც ცნობილია, ჭეშმარიტება სახლ... იხილეთ სრულად
რწმენა, სიყვარული, სიბრძნე, კეთილგონიერება, მომავლის ჭვრეტა - ეს არის უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი ყოველი ადამიანი.
აღვიპყრათ რწმენის ფარი, რითაც შევძლებთ უკეთურის ყველა ცეცხლოვანი ისრის დაშრეტას (ეფ. 6, 16)
პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე.ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოვ... იხილეთ სრულად