ღვთის ძიება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ძიება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ძიება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი, ვინც გულწრფელად ეძიებს სამყაროსა და თავისი არსებობის მიზეზსა და მიზანს, ვისაც მთელი არსებით სურს ჭეშმარიტების შეცნობა, ადრე თუ გვიან, მაინც იპოვის უფალს და გააცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება გაბრწყინებული უნდა იყოს აღდგომი... იხილეთ სრულად
მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს: „ის, ვინც მთელი ცხოვრება ეძებს და ვერ პოულობს, მისი სამსჯავრო უკვე შემდგარია“. არადა, რამდენი ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან ისე, რომ ჭეშმარიტებასთან არ ჰქონია შეხება; ეს იმიტომ, რომ ან საერთოდ არ ეძებ... იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტებისა და ჩვენი სიცოცხლის აზრის მუდმივ ძიებას უნდა წარმოადგენდეს; ყველა ჩვენი საქმე ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. პროფესიის არჩევანის, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის, მეგობრობის მნიშვნელობის, მტრობის დამღ... იხილეთ სრულად
ადამიანი და, საერთოდ, ყოველი ხილული თუ უხილავი - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც ვალდებულნი ვართ, სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.
ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათლის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრ... იხილეთ სრულად
სიტყვა "ჰუმანური" ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავის თავში უკვდავებას დაეძებს, ღმერთს დაეძებს, რომელიც თავისი თავის შემეცნებაშია
სხეული თუმცა შექმნილია მიწისაგან, ის არა მკვდარი, არამედ ცოცხალი, ცხოველური მშვინვით აღვსილია. სამშვინველში შთაბერილია სული, თავად ღვთის სული, რომლის დანიშნულებაც ის არის, რომ იცოდეს ღმერთი, თაყვანი სცეს, ეძიოს, იგემოს და მთლიანად... იხილეთ სრულად
როცა კარგად გამოიძიებ, თუ ვინ არის ქრისტე - რისთვის და ვისთვის დაითმინა საშინელი ვნება და უპატიობა: მიიღებ უდიდეს ნუგეშს ყოველგვარ მწუხარებაში და ყოველ უბედურებას მადლიერებითა და სიხარულით მიიღებ.
ნუ იქნებით უმოქმედონი. თავი აიძულეთ, რომ არ დაისაჯოთ, როგორც ისინი, ვინც სჯულს ისმენს და არ ასრულებს. რადგან თუკი ღვთის სიტყვას ეძიებთ, მაშინ ძიება ამ სიტყვის აღსრულების პირობასაც გულისხმობს. მაშ, იღვაწეთ.
ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ.