მადლის დაკარგვა - ციტატები, გამონათქვამები
მადლის დაკარგვა - ციტატები, გამონათქვამები მადლის დაკარგვა, გამონათქვამები, ციტატები
ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ადამიანს ღვთის მადლს აკარგვინებს, ის კი ამას შეცდომით თავისი ტვირთის სიმძიმეს მიაწერს. ხოლო სიმხნევეს, თავგანწირვას, ვაჟკაცობასა და უფლისადმი რწმენას ღვთის მადლი მოაქვს. გისურვებ, ღმერთ... იხილეთ სრულად
ნურასოდეს გექნებათ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, თქვენმა მფარველმა ღვთის მადლმა რომ არ მიგატოვოთ და დიდ განსაცდელში არ აღმოჩნდეთ.
ამბობ, ცოდვილი ვარო, მაგრამ შინაგანად მართალი გგონია თავი. [ამიტომაც] ცდომილებას თავს ვერ აარიდებ. მადლს სურს დარჩეს [ჩვენში], მაგრამ რადგან ადამიანს ჭეშმარიტება ვერ უპოვია, [მადლი] იძულებულია წავიდეს, რამეთუ [წინააღმდეგ შემთხვევა... იხილეთ სრულად
ვინც განიკითხავს და ეჩხუბება მოყვასს, უნდა იცოდეს, რომ მადლის მიღების ნაცვლად, რაც გააჩნია, იმასაც დაკარგავს, რომ ტანჯვით მიიღოს სიმდაბლის გაკვეთილი.
ვის არ სტკივა, როცა ოპერაციას უკეთებენ და ვის არ სტკივა, როცა ღვთის მადლი შორდება და ათასობით უწმინდური გულისსიტყვა ატყდება თავს? ღვთიურმა სიბრძნემ ადამიანის გამოსწორება ასე განაგო.
მადლი თუ წავა-მოვა, ნუ იდარდებ, რამეთუ ასე იწვრთნება ადამიანი, რომ თავმდაბლურად იაზროვნოს და თავი არ აიმაღლოს.