თუ ჭეშმარიტად გვსურს ქრისტიანის სახელი გვერქვას, შევეცადოთ, მტერიც შევიყვაროთ. სიყვარული ის ერთადერთი იარაღია, რომლითაც ბოროტება დაიძლევა და განქარდება. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: "გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევა...
იხილეთ სრულად
თუ ჭეშმარიტად გვსურს ქრისტიანის სახელი გვერქვას, შევეცადოთ, მტერიც შევიყვაროთ. სიყვარული ის ერთადერთი იარაღია, რომლითაც ბოროტება დაიძლევა და განქარდება. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: "გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამის თქვენის ზეციერისა" (მთ. 5, 44-45).
link
მართალია, ძნელია, შეიყვარო ის, ვინც ტკივილი მოგაყენა, შეურაცხგყო, ცილი დაგწამა, ან გაგიმეტა, მაგრამ ფაქტია, უეჭველად დამღუპველი გზით მიდის ის, ვინც შუღლს კიდევ უფრო აღრმავებს, ვინც ურთიერთდაპირისპირებას ამწვავებს და მტრობას აძლიერ...
იხილეთ სრულად
მართალია, ძნელია, შეიყვარო ის, ვინც ტკივილი მოგაყენა, შეურაცხგყო, ცილი დაგწამა, ან გაგიმეტა, მაგრამ ფაქტია, უეჭველად დამღუპველი გზით მიდის ის, ვინც შუღლს კიდევ უფრო აღრმავებს, ვინც ურთიერთდაპირისპირებას ამწვავებს და მტრობას აძლიერებს, ვინც არ აკვირდება და არ მუშაობს საკუთარ გრძნობებზე, გულსა და გონებაზე, რათა უარყოფითი დამოკიდებულება და ემოციები დადებითით შეცვალოს.
link
სადაც ადგილი აქვს სიძულვილსა და მტრობას, შურსა და გაუტანლობას, იქ ბოროტი მძლავრობს.
სადაც მტრობაა, მშვიდობა ვერ დაივანებს
არავინ არის შენი მტერი, არავინ არის შენი მეგობარი, ყველა შენი მასწავლებელია
მოდით, დავფიქრდეთ, შვილებო, ზეცაში ანგელოზები ხომ არ ეპასუხებიან, არ ეურჩებიან უფალს, თავიანთი ნების თანახმად ხომ არ იქცევიან, ხომ არ მტრობენ, არ სძულთ ერთმანეთი, ხომ არ ტოვებენ ღვთის საყდრის წინაშე თავიანთი მსახურების ადგილს? რა ...
იხილეთ სრულად
მოდით, დავფიქრდეთ, შვილებო, ზეცაში ანგელოზები ხომ არ ეპასუხებიან, არ ეურჩებიან უფალს, თავიანთი ნების თანახმად ხომ არ იქცევიან, ხომ არ მტრობენ, არ სძულთ ერთმანეთი, ხომ არ ტოვებენ ღვთის საყდრის წინაშე თავიანთი მსახურების ადგილს? რა თქმა უნდა, არა.ასე მოიქცა ყოფილი ნათლის ანგელოზი, რომელიც ზეციდან განიდევნა და სატანა გახდა!ჩვენ კი, რადგან ანგელოზებრივი სქემა შევიმოსეთ, განა ანგელოზებრივი გზით არ გვევალება სიარული? როგორ შეირაცხება თქვენი ცხოვრება ან...
link
ეს იქნება ოქროს რგოლი, რომელიც ძმებს ერთ სხეულად აქცევს!
გვეშინოდეს, შვილებო, ძმის მიმართ გულგრილობის, მტრობის და ამის თანმხლები სხვადასხვა გულისსიტყვისა, რომლებსაც სული ნელ-ნელა დემონურ სიძულვილამდე მიჰყავს. თუკი ჩვენი ხსნის მტერს – ეშმაკს, როგორც უფალს, ისე დავემორჩილებით, აურაცხელ ბო...
იხილეთ სრულად
გვეშინოდეს, შვილებო, ძმის მიმართ გულგრილობის, მტრობის და ამის თანმხლები სხვადასხვა გულისსიტყვისა, რომლებსაც სული ნელ-ნელა დემონურ სიძულვილამდე მიჰყავს. თუკი ჩვენი ხსნის მტერს – ეშმაკს, როგორც უფალს, ისე დავემორჩილებით, აურაცხელ ბოროტებას დავიგროვებთ ჩვენს უბადრუკ სულებში!
link