ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
არცერთ მიწიერ წყაროს არ ძალუძს წყურვილი მოუკლას ჩვენს გულს. შეკრიბეთ ყველა მიწიერი ბედნიერება და სიხარული და მიეცით იგი ერთ ადამიანს. ის მაშინაც იტყვის: ეს ყოველივე ჩემთვის არაფერია, ვიდრე გულის სიღრმეში განვიცდი სურვილს, რომელიც ... იხილეთ სრულად
თავს ნუ აღიმაღლებ ბედნიერებისას: როცა უბედურება შეგემთხვევა, დამდაბლება მოგიწევს.
ბევრს ჰგონია, რომ კაცისთვის ძნელია სულის სიდიადის შენარჩუნება იმ დროს, როცა ბედნიერი უბედურად გადაიქცევა. მე კი მგონია, რომ ყველაზე ძნელია, შეინარჩუნოს სიმდაბლე იმან, ვინც გაჭირვებული მდგომარეობიდან ბედნიერში გადავიდა.
ამქვეყნად ჭეშმარიტად ბედნიერი ისაა, ვისაც ბედნიერება არ სურს, უბედურების კი არ ეშინია.
რა დაგვემართებოდა მიწიერი ბედნიერება მუდმივი რომ ყოფილიყო, მაშინ, როცა არამდგრადსაც კი ესოდენ ვეჯაჭვებით?
მზის ყოველი სხივი, რომელიც იშვიათად გამოანათებს ღრუბლებიდან და სწრაფადვე ამოეფარება მათ, სიხარულის მსწრაფლწარმავალობას, მიწიერი ბედნიერების უხანობას მოგვაგონებს.
ბედნიერება გემის ყველაზე შეუმჩნეველ ნაკვალევს ჰგავს, რომელიც წინ იჭრება და ბოლოში უკვალოდ ქრება.