ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორც სახიერი ღმერთი გვეპყრობა ყოველთვის სიყვარულით და სამოთხეში გვიხმობს, ასევე ჩვენც ბარბაროსულად არ უნდა მოვეპყრათ თანამოძმეებს, და არ დავიმშვიდოთ თავი იმით, თითქოს მკაცრი მიდგომით მათ სულებს სამოთხეში ვაგზავნიდეთ.
ვინც ტანჯვაში მყოფს უახლოვდება, ის ამით თავისთავად ღმერთს უახლოვდება, რამეთუ ღმერთი ყოველთვის თავის ტანჯულ შვილებთან მყოფობს.
ღმერთის სიყვარულში წარმატების გზა უსასრულოა, რამეთუ სიყვარული თვით უსასრულო ღმერთია: „ღმერთი სიყუარული არს“ (იქვე, 4, 16).
მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთის რწმენაზეა დამოკიდებული: იგი ღმერთშია. „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ - ეუბნება მაცხოვარი თავის მამას, - ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ“ (ინ. 17, 21).
ქმნილისთვის უმჯობესია ღმერთს ეკუთვნოდეს. ღმერთი მარადიულია, ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, უსაზომოდ სახიერი. მათთვის, ვინც ღმერთს ეკუთვნის, იგია ყველაზე სარწმუნო შემწე და მფარველი.
უფალი არის სრულყოფილი სიკეთე, რომელიც უნდა გვიყვარდეს, ხოლო ცოდვა – უკიდურესი ბოროტება, რომელიც უნდა გვძულდეს და ვთაკილობდეთ. უფალი – სრულყოფილების უსაზღვრო მორევია, ხოლო ცოდვა – ბოროტება, უკიდურესად აღმატებული ყველა ბოროტებაზე. უ... იხილეთ სრულად
ჩვენ უფალი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკეთე, რადგან მასში უხვადაა ყველა სხვა დანარჩენი სრულყოფილება: სილამაზე, სიბრძნე, სიწმიდე, ძლიერება, დიდება, მადლიერება, უსასრულობა, ცხოვრება, მშვიდობა, თავისუფლება, მე... იხილეთ სრულად
ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის სიყვარული, ისევე, როგორც არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის არსი ღვთისა. ერთი კია, იმისათვის, რომ აღორძინდეს სიყვარული, აუცილებელია, სულ მცირე, ორთა კავშირი მაინც, რადგან როცა ერთი გასცემს ა... იხილეთ სრულად