რწმენითა და სიტყვით განათლებულ ქრისტიანს, რომელმაც ცოდვის მეშვეობით ბოროტება შეიცნო, არ შეუძლია, კვლავ ჩაეფლოს მასში. მაშ, გვრცხვენოდეს ძმანო, იმ უბედური მდგომარეობისა, რომლამდეც ცოდვამ მიგვიყვანა და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ,...
იხილეთ სრულად
რწმენითა და სიტყვით განათლებულ ქრისტიანს, რომელმაც ცოდვის მეშვეობით ბოროტება შეიცნო, არ შეუძლია, კვლავ ჩაეფლოს მასში. მაშ, გვრცხვენოდეს ძმანო, იმ უბედური მდგომარეობისა, რომლამდეც ცოდვამ მიგვიყვანა და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ამიერიდან ჩვენი დამაბრკოლებელი სხეული. და, რამდენადაც ბოროტება არ იკურნება რაიმე სხვა საშუალებით, გარდა – მხურვალე ცრემლისა, მაშ შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ჭეშმარიტი სინანულის სული.
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტე...
იხილეთ სრულად
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის არყოფნა".
უფალი არის სრულყოფილი სიკეთე, რომელიც უნდა გვიყვარდეს, ხოლო ცოდვა – უკიდურესი ბოროტება, რომელიც უნდა გვძულდეს და ვთაკილობდეთ. უფალი – სრულყოფილების უსაზღვრო მორევია, ხოლო ცოდვა – ბოროტება, უკიდურესად აღმატებული ყველა ბოროტებაზე. უ...
იხილეთ სრულად
უფალი არის სრულყოფილი სიკეთე, რომელიც უნდა გვიყვარდეს, ხოლო ცოდვა – უკიდურესი ბოროტება, რომელიც უნდა გვძულდეს და ვთაკილობდეთ. უფალი – სრულყოფილების უსაზღვრო მორევია, ხოლო ცოდვა – ბოროტება, უკიდურესად აღმატებული ყველა ბოროტებაზე. უფალი ის არსებაა, რომელთან შედარებითაც ყველაფერი არაფრად ჩანს, ხოლო ცოდვა იმდენად საზიზღარი სიბილწეა, რომ მასთან შედარებით ყველა სხვა უბედურებას ბოროტებას ვერც კი ვუწოდებთ. დაბოლოს, ცოდვა უზარმაზარი ურჩხულია როგორც აქ, ის...
მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ცოდვა – ეს ბავშვურად გულუბრყვილო და არც ისე დიდი ბოროტებაა. ისინი არა მარტო მცირე ბოროტებად მიიჩნევენ ცოდვას, არამედ დასცინიან კიდეც მას, ზოგიერთი მათგანი კი კიდეც ყოყოჩობს თავისი ჩადენილი სამარცხვი...
იხილეთ სრულად
მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ცოდვა – ეს ბავშვურად გულუბრყვილო და არც ისე დიდი ბოროტებაა. ისინი არა მარტო მცირე ბოროტებად მიიჩნევენ ცოდვას, არამედ დასცინიან კიდეც მას, ზოგიერთი მათგანი კი კიდეც ყოყოჩობს თავისი ჩადენილი სამარცხვინო ცოდვებით. მათ არ ეშინიათ ცოდვის ჩადენის და ცოდვას გამუდმებით ცოდვას ამატებენ. ჩვენ კი, როგორც გველთან ერთად დაძინების შეგვეშინდებოდა, ასევე უნდა გვეშინოდეს ცოდვისა
მთელი ბოროტება უძლური რწმენისაგან მომდინარეობს. რწმენის შემცირება და უძლურება სათნოებათა სიმწირესა და ბოროტის გამრავლებას იწვევს. ო, როგორ აკლიათ თანამედროვე ქრისტიანებს სათნოებათა ის საუნჯე, რომლითაც მდიდარი იყო ქრისტიანობის პირვ...
იხილეთ სრულად
მთელი ბოროტება უძლური რწმენისაგან მომდინარეობს. რწმენის შემცირება და უძლურება სათნოებათა სიმწირესა და ბოროტის გამრავლებას იწვევს. ო, როგორ აკლიათ თანამედროვე ქრისტიანებს სათნოებათა ის საუნჯე, რომლითაც მდიდარი იყო ქრისტიანობის პირველი საუკუნეები! ღვთისადმი სიყვარული მაშინ იმდენად მხურვალე იყო, რომ ტერტულიანეს ცნობით, მრავალი ქრისტიანი საკუთარი ნებით ბარდებოდა სარწმუნოების მდევნელთ და ზოგჯერ ჯალათებიც კი არ ყოფნიდათ მათ დასახოცად. მოყვასისადმი სიყვ...
ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონე...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება.
ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, ნარკოტიკზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტებასაც სჩადის, ციხეში ხვდება და თავის მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებს.
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღა...
იხილეთ სრულად
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღარ ითვლება, არამედ ერთგვარი “პროგრესის” გამოხატულებადაც მიიჩნევა, ზნეობრიობა კი – დრომოჭმულად. ამგვარი დამოკიდებულება სულიწმინდის გმობაა. ეს კი ისეთი ცოდვაა, რომელიც არავის ეპატიება, არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად.
ბოროტება და სიბნელე ჰყოფს ყველაფერს, თესავს მტრობასა და სიძულვილს, უნდობლობასა და მრავალ სხვა ცოდვას. ღვთის სიყვარული კი არის გამაერთიანებელი, მას არავისი შურს, ყველაფერს ითმენს და ჩვენს უძლურებებს კურნავს.