პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
პატივმოყვარე ცხოვრების წესითა და ხორცით მონაზონთა შორის იმყოფება, ხოლო გონებითა და საქმით ერისკაცთა შორისაა
16. ვნახე მტირალნი, რომელთაც სხვები აგინებდნენ და ამიტომ განრისხდნენ და როგორც სავაჭროში - ვნებით ვნება შეიძინეს
დიდია ის კაცი, ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმინდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს
ვისაც ეს სენი არ შეხვედრია, ძალიან ახლოა ცხონებასთან, ხოლო მისით შეპყრობილი წმიდათა დიდებისგან მეტად დაშორებულია
დააკვირდი და ნახავ, რომ უკეთური პატივმოყვარეობა საფლავის კარამდე შესამოსლებით შემკული მოგყვება ყველგან, ყოველგვარ საქმეში
"ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან" (1 კორ. 2,11). ამგვარად, უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც პირში აქებს ადამიანებს
ხშირად ღმერთი მისთვის საყვარელ ადამიანებს პატივმოყვარეობის ვნებისაგან კაცთაგან შეურაცხყოფისა და გინების მიღებით განკურნავს
როდესაც ეპისკოპოსობის ან წინამძღვრობის სურვილს ნერგავს, იგი არ უნდა მიიღო, რადგან ხორცის სავაჭროდან ძაღლის გაგდება ძალიან ძნელია
32. ხშირად პატივმოყვარეობას პატივისცემის მაგიერ შეურაცხყოფა მოაქვს, რადგან, მრისხანეს თავისი მოწაფეებისათვის უდიდესი ბოროტება მოაქვს.