თუ ღვთისგან მომდინარე დიდების გამოცნობა გსურს, ამგვარად იცან: როდესაც შენ იმ დიდებას მავნებლად ჩათვლი, ყოველ ღონეს იხმარ, რომ მას გაექცე და სადაც წახვალ, შენს ვინაობას დამალავ; ეშმაკეული დიდება კი იმით უნდა გამოიცნო, რომ ამ დროს ...
იხილეთ სრულად
თუ ღვთისგან მომდინარე დიდების გამოცნობა გსურს, ამგვარად იცან: როდესაც შენ იმ დიდებას მავნებლად ჩათვლი, ყოველ ღონეს იხმარ, რომ მას გაექცე და სადაც წახვალ, შენს ვინაობას დამალავ; ეშმაკეული დიდება კი იმით უნდა გამოიცნო, რომ ამ დროს გსურს, ადამიანებმა შენი სათნოებები დაინახონ
კარგი იქნება, თუ ყველა შენს სათნოებას უზარმაზარი სანთელივით დაანთებ. მაგრამ თუ ამასთან ერთად საკუთარ თავში დიდებისმოყვარეობას ვერ დაამარცხებ, იგი ქარიშხალივით ჩააქრობს ყველა შენს სანთელს. შენ კვლავ აანთებ მათ, მაგრამ ქარი ხელახლა ...
იხილეთ სრულად
კარგი იქნება, თუ ყველა შენს სათნოებას უზარმაზარი სანთელივით დაანთებ. მაგრამ თუ ამასთან ერთად საკუთარ თავში დიდებისმოყვარეობას ვერ დაამარცხებ, იგი ქარიშხალივით ჩააქრობს ყველა შენს სანთელს. შენ კვლავ აანთებ მათ, მაგრამ ქარი ხელახლა დაუბერავს. ამიტომ თავდაპირველად ქარი უნდა შეაჩერო
შევამჩნიე ეშმაკეული პატივმოყვარეობის ასეთი მზაკვრობა: მან ერთ ძმას გულში ბოროტი ზრახვები ჩაუნერგა, მერე წავიდა და მეორე ძმას აუწყა ამის შესახებ, რაც პირველში დანერგა. შემდეგ ეს მეორე ძმა პირველს მიუგზავნა, რათა მისი გულისთქმები ეთ...
იხილეთ სრულად
შევამჩნიე ეშმაკეული პატივმოყვარეობის ასეთი მზაკვრობა: მან ერთ ძმას გულში ბოროტი ზრახვები ჩაუნერგა, მერე წავიდა და მეორე ძმას აუწყა ამის შესახებ, რაც პირველში დანერგა. შემდეგ ეს მეორე ძმა პირველს მიუგზავნა, რათა მისი გულისთქმები ეთქვა და როგორც დაფარულის მცნობელი, პატივმოყვარეობას შეეპყრო
სიმდაბლის დასაწყისია ბაგის დაცვა, კრძალულება და შეურაცხყოფის სიყვარული; მისი საშუალო მდგომარეობაა იმ ყოველგვარი საქმის მიტოვება, რაც ცუდმედიდობას შობს; ხოლო საბოლოო სრულყოფილი სახე - თუკი შეიძლება, რომ უფსკრულის დასასრული იპოვო - ...
იხილეთ სრულად
სიმდაბლის დასაწყისია ბაგის დაცვა, კრძალულება და შეურაცხყოფის სიყვარული; მისი საშუალო მდგომარეობაა იმ ყოველგვარი საქმის მიტოვება, რაც ცუდმედიდობას შობს; ხოლო საბოლოო სრულყოფილი სახე - თუკი შეიძლება, რომ უფსკრულის დასასრული იპოვო - არის ის, რომ კაცი მთელი ძალით ეძებდეს გინებას, ლანძღვასა და შეურაცხყოფას
ბევრჯერ პატივმოყვარეობა გვამარცხებს, მაგრამ შემდეგ მივუბრუნდებით და თვითონ უფრო მარჯვედ დავძლევთ მას. მიხილავს ადამიანები, რომელთაც სულიერი ღვაწლი პატივმოყვარეობით დაიწყეს, და თუმცა დასაწყისი ასეთი უნაყოფო იყო, დასასრული კეთილი და...
იხილეთ სრულად
ბევრჯერ პატივმოყვარეობა გვამარცხებს, მაგრამ შემდეგ მივუბრუნდებით და თვითონ უფრო მარჯვედ დავძლევთ მას. მიხილავს ადამიანები, რომელთაც სულიერი ღვაწლი პატივმოყვარეობით დაიწყეს, და თუმცა დასაწყისი ასეთი უნაყოფო იყო, დასასრული კეთილი და სასიქადულო გამოვიდა, რადგანაც ამ მოღვაწეებმა პატივმოყვარე აზრები სიმდაბლით შეცვალეს
ვინც ბუნებრივი თვისებების გამო პატივმოყვარეობაშია, ვთქვათ განათლების, ხელმარჯვეობის, კარგი კითხვის, შორსმჭვრეტელობის, საამო ხმისა და სახის, ან აგებულების ან რაიმე მსგავსის გამო, იგი ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეს ვერასოდეს მიიღებს, რა...
იხილეთ სრულად
ვინც ბუნებრივი თვისებების გამო პატივმოყვარეობაშია, ვთქვათ განათლების, ხელმარჯვეობის, კარგი კითხვის, შორსმჭვრეტელობის, საამო ხმისა და სახის, ან აგებულების ან რაიმე მსგავსის გამო, იგი ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეს ვერასოდეს მიიღებს, რადგან, ვისაც მცირეოდენი ურწმუნოებაში აგდებს, იგი დიდის მიმართ ურწმუნო და პატივმოყვარე იქნება
პატივმოყვარეობა თავისი არსით ბუნების გადასხვაფერებაა, კეთილი წესის გარყვნა, საკუთარ ბრალისაგან გაქცევა, თავისი ბუნებით ის ნაღვაწის დამღუპველია, სულიერ საუნჯეთა მძარცველი, ურწმუნოების ნაშობი და ამპარტავნების წინამორბედი. ისაა ნავსა...
იხილეთ სრულად
პატივმოყვარეობა თავისი არსით ბუნების გადასხვაფერებაა, კეთილი წესის გარყვნა, საკუთარ ბრალისაგან გაქცევა, თავისი ბუნებით ის ნაღვაწის დამღუპველია, სულიერ საუნჯეთა მძარცველი, ურწმუნოების ნაშობი და ამპარტავნების წინამორბედი. ისაა ნავსადგურში დაღუპვის მომტანი და კალოზე - ჭიანჭველა, რადგან მცირეა, მაგრამ შეუძლია, ყოველგვარი ნაშრომი და ნაყოფი გააფუჭოს.
ხშირად პატივმოყვარეობა ნაყროვანებას აღუდგება წინ და ეს ორი ვნება საბრალო მონაზვნის - როგორც ნაყიდი მონის - დასაპყრობად ერთმანეთს ებრძვის. ნაყროვანება ჩააგონებს, რომ გაიხსნილოს, პატივმოყვარეობა სათნოებად წარმოჩინებას ლამობს.
იხილეთ სრულად
ხშირად პატივმოყვარეობა ნაყროვანებას აღუდგება წინ და ეს ორი ვნება საბრალო მონაზვნის - როგორც ნაყიდი მონის - დასაპყრობად ერთმანეთს ებრძვის.ნაყროვანება ჩააგონებს, რომ გაიხსნილოს, პატივმოყვარეობა სათნოებად წარმოჩინებას ლამობს.მაგრამ კეთილგონიერი მონაზონი ორვეს უფსკრულს გაურბის და ხელსაყრელი შემთხვევით სარგებლობს, რომ ერთი ვნებით მეორეს სძლიოს
26. როდესაც ერისკაცები სტუმრობენ მონასტერს, მათ წინ პატივმოყვარეობის ეშმაკი უსწრებს, რათა უგუნური მონაზვნები დაარწმუნოს, რომ გამოვიდნენ და მიეგებნენ მათ. 27. ისინი ფეხებში უვარდებიან მათ, სიმდაბლეს ჩემულობენ და ამპარტავნებით ...
იხილეთ სრულად
26. როდესაც ერისკაცები სტუმრობენ მონასტერს, მათ წინ პატივმოყვარეობის ეშმაკი უსწრებს, რათა უგუნური მონაზვნები დაარწმუნოს, რომ გამოვიდნენ და მიეგებნენ მათ.27. ისინი ფეხებში უვარდებიან მათ, სიმდაბლეს ჩემულობენ და ამპარტავნებით არიან სავსენი. მათ წინაშე მშვიდი სახით წარმოჩინდებიან, ხოლო გონებაში კი მხოლოდ იმას ფიქრობენ, რომ მათგან რაიმე ნივთიერი მიიღონ; ბატონებს უწოდებენ მათ, და არწმუნებენ, რომ ღვთის მერე თქვენ ხართო ჩვენი მაცოცხლებლები
როდესაც ისეთ საქმეს აღვასრულებთ, რაც ამპარტავნებას მოგვიტანს, მაშინ ჩვენი გლოვა და ლოცვისას ღვთის წინაშე მარტოდ წარდგომა გავიხსენოთ და ამ საშუალებით აუცილებლად გავანადგურებთ უსირცხვილო პატივმოყვარეობას; თუ მხოლოდ ჭეშმარიტი ლოცვის ...
იხილეთ სრულად
როდესაც ისეთ საქმეს აღვასრულებთ, რაც ამპარტავნებას მოგვიტანს, მაშინ ჩვენი გლოვა და ლოცვისას ღვთის წინაშე მარტოდ წარდგომა გავიხსენოთ და ამ საშუალებით აუცილებლად გავანადგურებთ უსირცხვილო პატივმოყვარეობას; თუ მხოლოდ ჭეშმარიტი ლოცვის აღვლენაზე ვზრუნავთ, მაგრამ თუ ამგვარ განცდას ვერ მოვიპოვებთ, მაშინ ის სირცხვილი გავიხსენოთ, რომელიც პატივმოყვარეობას მოსდევს, რადგან ვინც "აღიმაღლოს თავი თვისი", ის დამდაბლდება, როგორც აქ, ისე - მომავალ საუკუნეში