სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უ...
იხილეთ სრულად
სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უაღრეს სიყვარულს.
სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრ...
იხილეთ სრულად
სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრებს და ვერც გარეგნულად კეთილ გრძნობებს. ჩვენი შეზღუდულობაც და ჩვენი დაცემული ბუნებაც მოითხოვს, რომ ჩვენს მოქმედებას უსათუოდ წინ უძღოდეს განსჯა.
როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი ა...
იხილეთ სრულად
როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი არის მოწყალება, ყოველგვარი სიკეთის ქმნა და ვნებების მოკვეთა, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: "გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათვის ღმრთისათა, რაითა წარუდგინნეთ ხორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმერთს...
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტე...
იხილეთ სრულად
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის არყოფნა".
ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონე...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება.
პავლე მოციქული იმასაც ბრძანებს, რომ თუ სიყვარული არა გვაქვს, ფუჭია ქველმოქმედებაც, სასწაულთმოქმედების უნარიც, მოსაგრეობაც, თვით მოწამეობრივი აღსასრულიც კი, რადგან უსიყვარულოდ ყველა სიკეთე უქმ იქნების.
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღა...
იხილეთ სრულად
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღარ ითვლება, არამედ ერთგვარი “პროგრესის” გამოხატულებადაც მიიჩნევა, ზნეობრიობა კი – დრომოჭმულად. ამგვარი დამოკიდებულება სულიწმინდის გმობაა. ეს კი ისეთი ცოდვაა, რომელიც არავის ეპატიება, არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად.