სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულ... იხილეთ სრულად
ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ.
უფალთან მიმართებაში მართალი საერთოდ არავინაა, რადგან ცოდვისგან თავისუფალნი არც წმინდანები არიან; ესა თუ ის პიროვნება ოდენ ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით განმართლდება.
ღვთაებრივი სიყვარული, სულიწმიდის მადლით, როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, ჩვენს გულებში ისე იღვრება. მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს, სულიწმიდა ჩვენს გულებს სიყვარულით აღავსებს. ჩვენ თანდათან უგულვებელვყოფთ ამ სიყვარულს... იხილეთ სრულად
ცოდვილისთვის სიკვდილი კი არ ისურვო, არამედ ცოდვათა მონანიება. ქრისტე ცოდვილთათვის ევნო. მისთვის მიუღებელია როცა ვთხოვთ, რომ უკეთურს სიკვდილი მოუვლინოს და გზიდან ჩამოგვაშოროს.
თვითმკვლელობა მომაკვდინებელი ცოდვაა, ეს არის სულიწმიდის გმობა. იგი მკვლელობაზე უფრო მძიმე ცოდვაა, რადგან მკვლელმა შეიძლება ცოდვა შეინანოს, თვითმკვლელობას კი სინანული არ ახლავს.
ღმერთმა ადამიანი არა დასაღუპავად, ცხონებისათვის შექმნა. არსებობს კი ისეთი მებაღე, ვისაც უნდა, რომ მისმა ნერგმა არ გაიხაროს და ნაყოფი არ გამოიღოს? უფლის ნებაა, რომ ყველა ადამიანმა შეინანოს და ბოროტს გაემიჯნოს.
დარღვეული შინაგანი მთლიანობა რომ აღდგეს, ადამიანმა აღსარება უნდა თქვას და ღვთის წინაშე მოინანიოს ცოდვები. ასეთ შემთხვევაში მისი დახმარება მხოლოდ მოძღვარს შეუძლია, რადგანაც შენდობის უფლება ღვთისგან მას აქვს მინიჭებული.
ბიბლიაში საოცარი სიტყვებია მკვლელი კაენისადმი მიმართული: ხმაი სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენდა მომართ ქვეყანით“ (დაბ. 4, 10) უდანაშაულო ბავშვების სისხლი, აბელის სისხლივით ცას შეჰღაღადებს. მკვლელები მხოლოდ საუკუნო ცხოვრებაში რ... იხილეთ სრულად