ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენ დიდ ბედნიერებად უნდა ჩავთვალოთ, თუკი ღირსნი შევიქმნებით, უფლისთვის დავითმინოთ რაიმე
ნუ განეშორები ქრისტეს, არამედ უფრო შეუერთდი მას სიყვარულის უმტკიცესი ხუნდებით, თუ გსურს ბედნიერება და ნეტარება არა მხოლოდ მომავალ, არამედ - ამჟამინდელ ცხოვრებაში
უფალი ადამიანებს სამუდამოდ არც უბედურებაში ტოვებს, რათა არ დაუძლურდნენ და არც - ბედნიერებაში, რათა უზრუნველნი არ გახდნენ, არამედ სხვადასხვა საშუალებებით აწყობს მათ ცხონებას.
კეთილდღეობაც შეიძლება, უბედურებაზე საშიში აღმოჩნდეს და უბედურება - კეთილდღეობაზე მაცხოვნებელი
ყოვლადბრძენი უფალი თავისი სიბრძნით უბედურებას ჩვენივე ბედნიერებისთვის გვიგზავნის
ღმერთთან ერთად უბედურებასა და ტანჯვა-წამებაში თუნდაც ჯოჯოხეთში ყოფნა - სიკეთეა; ღვთის გარეშე თავად სამოთხე და ზეცაც კი არაფერია
თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერ ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლებაა და ტყვეობა
რას ნიშნავს, რომ არანაირი მიწიერი ნივთი, არც პატივი, არც სიმდიდრე, არც ტალანტი, არც ცოდნა ჩვენს გულს არ აკმაყოფილებს? რას ნიშნავს, რომ ჩვენ მიწიერი ბედნიერებით მოცულნი მოწყენილნი ვართ და სულის სიცარიელეს ვგრძნობთ? - ეს გულის გამომ... იხილეთ სრულად
ქრისტეს სწავლების თანახმად ნეტარი, ანუ ბედნიერნი არიან ისინი: ვინც ცრემლით ალტობს ლოცვებს თვისას, რათა ნუგეშინისცემული იქნეს მარადიული ნუგეშისცემით; ვინც თვინიერია და უბოროტო, როგორც კრავი, რადგან დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს; ვინ... იხილეთ სრულად