გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
18. არსებობს გულის შემუსვრილობა – თანაბარზომიერი და სასარგებლო, რაც ამ გულს ლმობიერს ხდის; ამასთან არსებობს სხვა შემუსვრილობაც გულისა, არათანაბარზომიერი და მავნებელი, რაც განგმირავს მას.
17. გულისზრახვებში ნალოლიავები ბოროტება კადნიერს ხდის გულს, მაგრამ როდესაც ამ ბოროტებას თავშეკავებისა და სასოების გზით აღმოვფხვრით, ამით შეიმუსრება გული (ე.ი. თავმდაბალი და გულმოწყალე ხდება)(მრკ. 10.50–51).
23. საღვთო წერილი, ძველიც და ახალიც, ყველა ადგილას გულის დაცვაზე საუბრობს. პირველად ტკბილმგალობელი დავითი ღაღადებს: "ადამიანის ძენო, სანამდე იქნებით გულმძიმენი?" (ფს. 4.3), და კიდევ: "მათი გული ამაოა" (ფს. 5.10), ამაოებით თქმულთა ... იხილეთ სრულად
15. გევედრები შენ, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ, ნუ მოასუსტებ შენს გულს, რადგან ისევე როგორც მიწის მუშას არ ძალუძს დაენდოს მის ყანაში შემოსულ რომელიმე ნაყოფს, რადგან არ იცის, რა შეემთხვევა მას, სანამ სათავსოში დააბინავებს, ამგვარად... იხილეთ სრულად
განიკითხება არა საქმენი, არამედ გული. რატომ გული? რადგანაც მასში იკითხება ჩვენი სულის სახე, როგორც ხელოვანის - მის შემოქმედებაში. სინდისის ხმოვანებაც და მგრძნობელობაც მასში მოიძიებს სამყოფელს. ამ რიგად, გარდაცვალება არ არის მთავარ... იხილეთ სრულად