ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედ... იხილეთ სრულად
"ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცაღა რა არს სოფლისა ამის" (1 იოანე 5, 4); ვინც ამ სოფლის მეგობარია, იგი ღვთის მტერია.
მზაკვარო სოფელო, გძულვარ? დაე, ასე იყოს! მაგრამ თუ შენი რისხვა მხოლოდ ჩემი ღვთის წინაშე გამართლებისთვის დავიმსახურე, მაშინ დამამარცხე, მდევნე და შეურაცხმყავი, რამდენიც გსურს! მზად ვარ, ვევნო უფალ იესოსთან ერთად, ამაშია ჩემი ნეტარე... იხილეთ სრულად
დაე, მთელმა სამყარომ შემიძულოს და რაც უნდა, ის მიყოს, ოღონდ ღმერთს ვუყვარდე და თავის წყალობას არ მაკლებდეს.
უფალი დაივანებს შენში და თავისი წმიდა მადლით იმოქმედებს შენზე მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად განიწმინდები ხორციელი ზრახვებისგან.