ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს, რათა ღვთივსათნო ადამიანებს მასთან თავისუფლად შეეძლოთ მისვლა, ბიწიერთ კი ეშინოდეთ მისი. თუ ერთ-ერთი ამ თვისებათაგანი არ ექნება, ხელისუფლება უფრო მეტად დაემსგავსებოდა უხელმძღვანე...
იხილეთ სრულად
ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს, რათა ღვთივსათნო ადამიანებს მასთან თავისუფლად შეეძლოთ მისვლა, ბიწიერთ კი ეშინოდეთ მისი. თუ ერთ-ერთი ამ თვისებათაგანი არ ექნება, ხელისუფლება უფრო მეტად დაემსგავსებოდა უხელმძღვანელობას, ვიდრე - ხელმძღვანელობას. ყველა ხელქვეითს რომ უყვარდეს სათნოება, მაშინ უფროსს მხოლოდ სიკეთე დასჭირდებოდა, ხოლო თუ ყველა ისინი მანკიერნი იქნებოდნენ, მაშინ იგი მხოლოდ მკაცრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რამდენადაც ხელქვეითთ...
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაში.
რაც უფრო ფართოა ჩვენი მოღვაწეობის სარბიელი, მით უფრო მნიშვნელოვანია პატივი, რომლითაც ვსარგებლობთ; მით მეტად ვართ ვალდებულნი, საკუთარი კეთილი მაგალითით წინ აღვუდგეთ ბოროტს და შევეწიოთ სიკეთეს.
უფალი ხშირად უშვებს მოხდეს რამე მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხი...
იხილეთ სრულად
უფალი ხშირად უშვებს მოხდეს რამე მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხიფათსაც იგი ჩვენს სასარგებლოდ იყენებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია აღრეული. კარგი იქნებოდა ისინი გამიჯნული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანის პირადი ინტერესები მათ ურევენ და ერთმანეთში ხლართავენ. თუმცაღა ღმერთი სარგებელს ამ გა...
სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავს რამეს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრისტემ: - “თავის უარყოფით”. როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის...
იხილეთ სრულად
სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავს რამეს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრისტემ: - “თავის უარყოფით”. როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის, მაშინ ძვირად აღარ ფასობს. თუმცაღა, მაგალითად, თუ დაღლილი ვარ, მაგრამ გამოვდივარ, რათა გზა ვუჩვენო ვინმეს, ვინც ამას მთხოვს, ეს უკვე ძვირადღირებულია. როცა მე, წინასწარ გამოძინებული, ღამეს უძილოდ გავატარებ იქ, სადაც ჩემი...
სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ყოველივე ის, რაც ცათა შინა ჰგიებს. ბოროტება კი ისეთივე ხილულია, როგორადაც ამქვეყნად არსებული ყოველი ქმნილება. სიკეთე არის იმგვარი რამ, რისი შედარებაც რაიმესთან შეუძლებელია. მაგრამ ადამიანს, ვისაც ღმერ...
იხილეთ სრულად
სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ყოველივე ის, რაც ცათა შინა ჰგიებს. ბოროტება კი ისეთივე ხილულია, როგორადაც ამქვეყნად არსებული ყოველი ქმნილება. სიკეთე არის იმგვარი რამ, რისი შედარებაც რაიმესთან შეუძლებელია. მაგრამ ადამიანს, ვისაც ღმერთისაგან გონიერება აქვს მომადლებული, ძალუძს სიკეთე თავის ხვედრად ამოირჩიოს. მხოლოდ ადამიანს აქვს უნარი შეიმეცნოს ღმერთი და მთელი მისი ქმნილება.