სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ის, ვისაც მიწიერი ზეციერზე მეტად უყვარს, ზეციერსაც მოაკლდება და მიწიერსაც
სული, რომელიც მიწიერ სიკეთეებს ემონება, მარადიული სიკეთეების თანაზიარი ვერ გახდება.
მალე იღუპებიან მწერები, როცა ღამის ნათურის ბრწყინვალებით იხიბლებიან: ჩვენც მალე ვიღუპებით, როცა ამაო სიკეთეებით ვიხიბლებით!
მხოლოდ ის უნდა გვიყვარდეს, რასაც არასდროს დავკარგავთ
ვიდრე სული სხეულს გაყრია, მანამდე განვარიდოთ იგი სოფელს
კაცი არაა სოფლისთვის, თუმცა სოფელი კაცისთვისაა შექმნილი
საცოდავნი, უგუნურნი არიან ისინი, ვინც არარაობას ყოველივეს ამჯობინებენ
არაფერი აქვს მას, ვინც არ მოიხვეჭა ცხონება, თუნდაც მას მთელი სამყარო ეკუთვნოდეს.
ბუნებრივიც რომ იყოს სიკეთის ძიება, უგუნურებაა, ეძიო იგი თავდავიწყებით და დაკარგო საუკეთესო ზეციური.
როცა სხეულს გაეყრები, მაშინ ინანებ, რომ ამდენს ზრუნავდი იმაზე, რასაც შენთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.