ღვთის იმედი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის იმედი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის იმედი, გამონათქვამები, ციტატები
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი წერდა: „მე ხშირად მიწევდა ღვთის წინაშე მუხლებზე დადგომა, რადგან უბრალოდ სხვაგან წასასვლელი გზა აღარ მქონდა“.
ხშირია გულგატეხილობა და სასოწარკვეთილობა, რადგან ადამიანები ღვთის ნაცვლად იმედს ამყარებენ მათზე, რომელნი არიან ძლიერნი ამა სოფლისანი, ანდა საკუთარ მაღალ თანამდებობასა და სიმდიდრეზე.
ნუ შეშინდები, ნუ დაგაბრკოლებს განსაცდელი. მთელი სასოებით მიენდე უფალს, რომელიც ყოველთვის განგანმტკიცებს შენ.
არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ოღონდ აუცილებელია განვითარების ახალი გზების მოძებნა, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასოებით საკუთარ თავზე დაყრდნობა და ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენა.
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად იგი ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას გვთავაზობს, იმედის ნაცვლად – სასოწარკვეთილებას ან ცრუ ... იხილეთ სრულად
რწმენა და იმედი მხოლოდ წუთისოფლის საგზალია და ბოროტთან ბრძოლისთვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი. მათგან განსხვავებით სიყვარული სულის მარადიული თვისებაა. ეს გრძნობა ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებული გამოვლინებაა, რადგან, როგორც მოციქუ... იხილეთ სრულად
იმედი ის მადლია, რაც ძალას აძლევს ადამიანს მიწიერი ყოფის განსაცდელთა დასაძლევად და ღმერთამდე ასამაღლებლად.