"სიწმიდეში დავანებულია ნათელი და სიხარული და მშვიდობა და მოთმინება, სიძვაში კი მწუხარება, ვაება, უძღები ძილი და წყვდიადი" (ეფრემ ასური). მეძავთა და მემრუშეთა "სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკვიდრონ" (I კორ. 6,10). რადგან ხორცი ჩვენი ...
იხილეთ სრულად
"სიწმიდეში დავანებულია ნათელი და სიხარული და მშვიდობა და მოთმინება, სიძვაში კი მწუხარება, ვაება, უძღები ძილი და წყვდიადი" (ეფრემ ასური). მეძავთა და მემრუშეთა "სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკვიდრონ" (I კორ. 6,10). რადგან ხორცი ჩვენი სიძვას კი არა, უფალს ეკუთვნის, "არა უწყითა რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან?.. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან... ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა,...
სიძვა ერთერთი უმძიმესია სხვა მომაკვდინებელ ცოდვათა შორის, მისგან გამომდინარეობს ყოველი სხვა არაბუნებრივი კავშირი. იგია სიბილწე არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი. ის ამახინჯებს ადამიანის სულს და გონებას, მის ფსიქიკას, უკარგავს ჭეშ...
იხილეთ სრულად
სიძვა ერთერთი უმძიმესია სხვა მომაკვდინებელ ცოდვათა შორის, მისგან გამომდინარეობს ყოველი სხვა არაბუნებრივი კავშირი. იგია სიბილწე არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი. ის ამახინჯებს ადამიანის სულს და გონებას, მის ფსიქიკას, უკარგავს ჭეშმარიტების აღქმის უნარს, მრუდე გზით წარმართავს ცხოვრებას. ფართოდ გავრცელებული თეორიები მორალური და სექსუალური თავისუფლების შესახებ, ხელყოფაა ბუნებისა, დამღუპველია ადამიანისა.
შეგახსენებთ, რომ მრუში, ქურდი და მკვლელი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. მაგრამ იცოდეთ, შეცდომის გამოსწორება, ან თუნდაც ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლა არასოდეს არ არის გვიან.
დღეს, ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია. არადა, გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებ...
იხილეთ სრულად
დღეს, ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია. არადა, გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებს ცოლ-ქმარს შორის, რადგან ღმერთი სჯის ადამიანებს ამ ყველაზე სათუთი და მაღალი გრძნობების შელახვისა და შერყვნისათვის.ღმერთი ასევე პასუხს მოსთხოვს მეუღლეთ ღალატისათვის. იგი მეორე ნახევრის წინაშე ჩადენილ ისეთ დიდ ცოდვადაა მი...