ნიჭი, ტალანტი - ციტატები, გამონათქვამები
ნიჭი, ტალანტი - ციტატები, გამონათქვამები ნიჭი, ტალანტი, გამონათქვამები, ციტატები
ბავშვში თავიდანვე ჩათესილია უფლის სიმდიდრე. წარმოიდგინეთ თასი, რომელშიც უფალმა ჩააწყო თავისი ყველა კარგი თვისება. ამ თასს სჭირდება მორწყვა, სწორი მორწყვის წესებით. რასაც აკეთებს კარგი აღმზრდელი
შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი არა გვაქვს, ათასი ნიჭიც რომ გვქონდეს, არაფერი გამოვა. ნიჭი ჩახმება
გამარჯვებულია ის, ვინც თავის ნიჭს შრომის სახით სალესი მოუნახა, ვისაც უყვარს შემოქმედება
ადამიანის ტალანტს ქიმიურ-ლაბორატორიული გზითა და რენტგენის სურათებით ვერ განვსაზღვრავთ: ტროას წინააღმდეგ სახელგანმთქმელი ბრმა ჰომეროსი სპარტაში რომ დაბადებულიყო, კაცობრიობას „ილიადა“ და „ოდისეა“ არ ექნებოდა.
მართალია, გენიოსობა ღვთის დიდი მადლია, მაგრამ მთავარი მაინც ნიჭის სწორად წარმართვაა. მრავალია მაგალითი იმისა, თუ რა საშინელი შედეგი მოაქვს გაუკუღმართებულ გენიას.
ყველა ჩვენგანს შესაბამისი ნიჭი აქვს ღვთისაგან ბოძებული, მაგრამ ყველანი ვერ ვიყენებთ ამ ნიჭს სასიკეთოდ, საკუთარ და თანამოძმეთა სულების სახსნელად. უმრავლეს შემთხვევაში უმეტესობა ჩვენგანი ამ ნიჭს როგორც თავის, ასევე სხვების საზიანოდ ... იხილეთ სრულად