სხეული - ციტატები, გამონათქვამები
სხეული - ციტატები, გამონათქვამები სხეული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
8. თავმოყვარეობა სხეულის ვნებიანი და განუსჯელი სიყვარულია. მათი საპირისპიროა სიყვარული და თავშეკავება. ცხადია, თავმოყვარეობის მქონეს ყველა სხვა ვნება გააჩნია.
92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით;... იხილეთ სრულად
60. თავმოყვარეობის ვნება მონაზონს თითქოსდა ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, სხეულის დაზოგვას, საკვებთან მიმართებაში ლმობიერებას და სხეულის გონივრულ მართვას შთააგონებს, რათა, თანდათან სხეულისაკენ გადახრით, იგი ავხორცობის უფსკრულში... იხილეთ სრულად
8. ვინც ვნებათა მშობელს, თავმოყვარეობას უარყოფს, ის, ღვთის შეწევნით, ყველა სხვა ვნების: მრისხანების, მოწყნიების, გულღვარძლიანობის და სხვათა, დაძლევასაც შეძლებს. ვისაც პირველი ძლევს, რომც არ უნდოდეს, დანარჩენებითაც მოიშხამება. თავმ... იხილეთ სრულად
64. ვნებათა შორის განასხვავებენ ხორციელსა და სულიერს. ხორციელნი სხეულიდან იღებენ მიზეზს, ხოლო სულიერნი - შინაგანი მდგომარეობიდან. მაგრამ სიყვარული და თავშეკავება აღკვეთს ერთსაც და მეორესაც; სიყვარული - სულიერს, ხოლო თავშეკავება - ... იხილეთ სრულად
44. ნუ გახრწნი სხეულს ბილწი საქმეებით, ნუ დააბინძურებ სულს ბოროტი გულისთქმებით, მაშინ ღვთიური სამყარო გარდამოვა შენზე და სიყვარულს მოგიტანს.
21. ვინც თავის სხეულს ტკბობათა და მათგან მომდინარე სნეულებათაგან იცავს, მისი სახით ჰყავს თანაშემწე უმჯობესისათვის სამსახურში.
7. თუკი სული სხეულზე უმჯობესია და სამყაროზე გაცილებით უკეთესი - მისი შემოქმედი ღმერთი, მაშინ ის, ვინც სულზე უმჯობესად სხეულს მიიჩნევს და ღმერთზე უმჯობესად მის მიერ შექმნილ სამყაროს, არაფრით განსხვავდება კერპთაყვანისმცემელთაგან.
6. ვისი გონებაც სიყვარულით ღმერთს მიენდობა, ის არად მიიჩნევს ყოველივე ხილულს, საკუთარი სხეულიც კი მისთვის უცხო იქნება.
შეიძლება მოღვაწემ გემრიელად მიირთვას? რა ხდება როდესაც ასიამოვნებ ხორცს ჭამა-სმით, ანებივრებ ზედმეტი დასვენებითა და ძილით?