სიყვარული მტრისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მტრისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მტრისადმი, გამონათქვამები
ითხოვე უფლისაგან გამარჯვება, ითხოვე მუდმივი ლოცვითა და ტირილით, და მოულოდნელად მოიხილავს შენს გულს სული წმიდის მადლი. უეცრად იგრძნობ, თუ რა ტკბილია მტრის სიყვარული.
პირველად, როგორც სახარება გვამცნებს, განაგდე შენგან მტრობა, ძვირისხსენება, მრისხანება, განკითხვა და ყველაფერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს. სახარება გვიბრძანებს ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის, ვაკურთხოთ მაწყევარნი, კეთილ... იხილეთ სრულად
მთელი გონებით, მთელი გულით და სულით ისე უნდა შევიყვაროთ უფალი, რომ ვერაფერმა განგვაშოროს მას, რასაც მაშინ მივაღწევთ, თუ ცოდვებისაგან განვიწმინდებით და თავდადებული სიყვარულით შევიყვარებთ ჩვენს მოყვასს. უფრო მეტიც, როგორც უფალი ბრძა... იხილეთ სრულად
გიყვარდენ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და უკოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქვენ და გდევნიდენ თქვენ. (მათ. 5, 44)
როგორ შევიყვარო მე მტერი ჩემნი, - მეტყვის მე ვინმე - თუ კი ვხედავ, რომ იგი არის ბოროტი, უმართლო და ღვთის სჯულის წინააღმდეგი. თუ ესრეთი ცუდიკაცი შეიყვარე, მაშინ მეც უნდა დავემსგავსო მას და შევიქმნე ბოროტი და ცუდი კაცი. არა, ძმაო ეც... იხილეთ სრულად
წინაპირველად კაცმან უნდა იგრძნოს სრული ქრისტიანული სიყვარული ყოველთა მოყვასთა თვისადმი და მერმე მას შეუძლია შეიყვაროს მტერნიცა თვისნი. ამასთანავე წინაპირველად კაცმან უნდა განსწმიდოს გული თვისი ყოვლისა მრისხანებისა, სიძულვილისა და ... იხილეთ სრულად
თუ გყავს მტერი ვინმე და მას სურს შენი დაჩაგვრა, მაშინ შენ შენი მხრით, გამხსოვნებელი, რომ მაცხოვარი იტყვის: “გიყვარდეთ თქვენ მტერნი თქვენნი და კეთილ უყოფდით მათ”. პირველად ის ზომა მიიღე, რომ როგორმე შეურიგდე მას და მოსპო მის გულში ... იხილეთ სრულად
მაცხოვარი იმას კი არ მოითხოვს ჩვენგან, რომ ჩვენ მტერთა თავი მივსცეთ შესაჭმელათ და არც ერთი ზომა არ მივიღოთ ჩვენი თავის დასაფარავად მტერთაგან. თუ მტერი გდევნის შენ, ძმაო, შეგიძლია შენ მიიღო ყოველნი ქრისტიანულნი, სჯულიერნი და კანონი... იხილეთ სრულად
რით უნდა განსხვავდეს ქრისტიანე ცოდვილთა კაცთაგან, უკეთუ იგი კეთილუყოფს მხოლოდ კეთილისმყოფელთა თვისთა? ამას კერპთმსახურნიცა, ცოდვილნიცა და ურიანიცა იქმოდნენ; ხოლო ჩვენ, ქრისტიანეთა, გვიყვარდენ მტერნიცა ჩვენნი, კეთილს უყოფდეთ მათ, დ... იხილეთ სრულად
ჩვენ ქრისტიანენი ვართ და მტერნიცა ჩვენნი უნდა შევიყვაროთ. ესოდენი ძალა უნდა ჰქონდეს სიყვარულსა და სათნოებასა ჩვენსა, რომ მტრის გული დაალბოს და მოყვრად გარდააქციოს