კეთილდღეობა - ციტატები, გამონათქვამები
კეთილდღეობა - ციტატები, გამონათქვამები კეთილდღეობა, გამონათქვამები, ციტატები
ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც შურიანი მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი?
ჭეშმარიტად სასარგებლო ის არის, რაც შესაძლოა, მარადიულ ცხოვრებას ემსახურებოდეს და არა - კეთილდღეობასა და მიწიერ სიხარულს.
ისე არაფერი სჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. მასზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ - კეთილდღეობა დღევანდელ ცხოვრებაში, და არა მხოლოდ ყოველი ჩვენთაგანის კეთილდღეობა, არამედ საზოგადოებისა.
მოვიდა კეთილდღეობა - მადლობდე უფალს, და კეთილდღეობა მყარი იქნება. მოვიდა უბედურება - მადლობდე უფალს და იგი დასრულდება
უფალი არ უშვებს ან მუდმივად უბედურებებს, რათა სასოწარკვეთილება არ დაგვეუფლოს, და არც - მუდმივ კეთილდღეობას, რათა არ დავეცეთ (ზნეობრივად)