სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები
სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები სიძულვილი, გამონათქვამები, ციტატები
გვეშინოდეს, შვილებო, ძმის მიმართ გულგრილობის, მტრობის და ამის თანმხლები სხვადასხვა გულისსიტყვისა, რომლებსაც სული ნელ-ნელა დემონურ სიძულვილამდე მიჰყავს. თუკი ჩვენი ხსნის მტერს – ეშმაკს, როგორც უფალს, ისე დავემორჩილებით, აურაცხელ ბო... იხილეთ სრულად
ჩვენი უფლისგან, იესოსგან უმნიშვნელოვანესი მცნება გვაქვს მოცემული – გვიყვარდეს ერთმანეთი. ეშმაკმა კი თავის მორჩილებს ურთიერთსიძულვილის მცნება მისცა. შესაბამისად, ვის მცნებასაც დავიცავთ, მისი მოწაფეები და მორჩილები ვიქნებით.
„ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკლველი არს" (1 იოან. 3, 15), სულიერ წყვდიადში იმყოფება და არ იცის, საით მიდის.
41. საგანი სხვაა, ფიქრი - სხვა და ვნება - სხვა. მაგალითად, საგანია მამაკაცი, დედაკაცი და სხვა, ფიქრი - მათი უბიწოდ წარმოსახვა, ვნება - მათი ან უგონო სიყვარული, ან განუსჯელი სიძულვილი. ამგვარ ვნებებს ებრძვის მონაზონი.
7. ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა არის სიბილწის მიზეზი; ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა - მოყვასის სიძულვილისა; მათი მშობელი. თავმოყვარეობა, კი ორივეს მიზეზია.
6. თავშეუკავებლობის წარმომქმნელი ვნება სხვაა, სიძულვილისა სხვა, ხოლო თავშეუკავებლობისა და სიძულვილისა ერთად კი - სხვა.
3. ცოდვები სულიერ ძალთა ე.ი. გონების, გულისთქმისა და გულისწყრომის არასწორი გამოყენების შედეგად შეგვემთხვევა. გონების ძალის არასწორი გამოყენებაა: უვიცობა და განუსჯელობა, გულისწყრომისა და გულისთქმის ძალთა - სიძულვილი და თავშეუკავებლ... იხილეთ სრულად