მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები
მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები მეგობრობა, გამონათქვამები, ციტატები
გეუკეთე კეთილი საქმე მეგობრებს, რათა მათ კიდევ უფრო მეტად უყვარდე: ასევე მოექეცი შენს მტრებსაც, რათა ისინი შენი მეგობრები გახდნენ.
მტრად ნურავის სცნობ ამ ქვეყანაზე, თუნდაც იგი (ქვეყანა) ერთ მეგობარსაც არ გაძლევდეს
ერიდე უფრო მეტად მეგობრების შურს, ვიდრე - მტრებისას, რადგან მტერს აშკარად შურს, მეგობარს კი - ფარულად.
იმაზე უფრო საშიში მეგობარი არ არსებობს, ვიდრე ის, ვინც მეგობრად გაჩვენებს თავს.
ღვთისა და სინდისის წინაშე ნაკადულივით გამჭვირვალე იყავი, მაგრამ მანკიერსა და ბოროტს შენს სულში ჩახედვის საშუალებას ნუ მისცემ; უზნეოს მზერა სულს აბნელებს.
უძვირფასესია ერთგული მეგობარი, რომელიც ჩვენს მწუხარებასა და სიხარულს იზიარებს და ამასთან ერთად, შეუძლია, იყოს ჩვენი მრჩეველიც და სათნოების მასწავლებელიც - ჩვენი ცხოვრების რთულ ყოფაში! სამაგიეროდ ასეთი მეგობრები ისევე იშვიათია, როგ... იხილეთ სრულად