ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სულიწმიდა არის კურთხევა-განათლების წყარო, დასაბამი. ყოველი ქმნილება სწორედ მისგან იღებს კურთხევას ზიარების შემდეგ. და ეს წყარო არასდროს არ ილევა, არ იშრიტება მათი მიზეზით, ვინც დაეწაფება და ეზიარება მას. თავისი არსით იგი მარტივია,... იხილეთ სრულად
ეკლესია გვასწავლის, რომ არსებობს სულიწმიდა, უფალი უფლისაგან, კეთილი კეთილისაგან, უკვდავი უკვდავისაგან, ყოვლადძლიერი ყოვლადძლიერისაგან, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისაგან, სინათლე სინათლისაგან, სიცოცხლე სიცოცხლისაგან.
დიდად განსხვავდება უბრალო ადამიანი, რომელსაც ღმერთი შეცნობილი ჰყავს სულიწმიდით, იმ ადამიანისგან, თუნდაც ძალიან ცნობილისგან, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდის მადლი. სულ სხვაა ირწმუნო მხოლოდ, რომ ღმერთი არის, შეიცნო იგი ბუნებისაგა... იხილეთ სრულად
ამგვარად, როცა სულიწმინდის შესახებ წმინდა წერილის სიტყვებს გაიგებ, რომ ის თითოეულ მოციქულზე გარდამოვიდა (საქმ. 2, 3), ან წინასწარმეტყველზე აღვიდა (1 მეფ. 10, 10), ან მოქმედებს, არის შეურაცხყოფილი, დაშრეტილი, განრისხებული და ასევე,... იხილეთ სრულად
ჩვენი სული ღმერთისაგანაა და მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს თავისთვის ნამდვილ მოსვენებასა და ნეტარებას.
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს.
ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია.
რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებენ? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ ა... იხილეთ სრულად
რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე, შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია.
4-7
თუ ზრახვა შენი ძმის შესახებ რაიმე ცუდის სათქმელად გიბიძგებს, დაფიქრდი, რაოდენ საშიშია ეს შენი სულისთვის, ღვთისთვის კი - საძაგელია - და დამშვიდდები.