ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ბოროტი ადამიანები მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე - შხამიანი გველები; იმიტომ, რომ ისინი აშკარად ატარებენ თავიანთ შხამს, ესენი კი ჩუმად და უგრძნობლად ასნებოვნებენ.
როდესაც ბოროტი ადამიანი საკუთარი თავის მტერია, განა ძალუძს ბოროტების გარდა რაიმე გაუკეთოს სხვებს?
კვამლი და მყრალი ანაორთქლი, იმდენად არ წვავს თვალებს, რამდენადაც ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა აწყლულებს სულს.
ვინც ყველაფერს გამოცდის და სიკეთეს მისდევს, თანდათან ყოველგვარ ბოროტებას განშორდება.
ვინც ბოროტ ადამიანთა საზოგადოებებს ეძიებს, იგი საკმაოდ წარმოაჩენს საკუთარ ბოროტებას.
ბოროტ ადამიანს ბრძენი უგუნური ჰგონია, რადგან მისი აზროვნება და მოქმედება ბოროტი ადამიანის მიზეზებისა და მიზნებისათვის სრულიად საწინააღმდეგოა.
ყველა ადამიანი სცოდავს (1 იოანე 1, 8-10), მაგრამ ბოროტნი ცოდვას სიხარულითა და ტკბობით ჩადიან, კეთილებს კი ცოდვა სძულთ.